ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განათლების პოლიტიკის მიმართულებით, ასოცირებული – პროფესორი





ქეთი ცოტნიაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ასოცირებული პროფესორია (2024 წლიდან). მისი აკადემიური და სამეცნიერო ინტერესია პოსტსოციალისტურ სივრცეში განათლების პოლიტიკის, ინსტიტუციებისა და აქტორების ტრანსფორმაცია. კვლევის მთავარი ფოკუსია ისტორიული და გეოპოლიტიკური განზომილებების გათვალისწინებით აკადემიური იდენტობებისა და აკადემიური ცხოვრების, ასევე ცოდნის წარმოების სივრცის ცვლილების შესწავლა.

ქეთი ცოტნიაშვილმა 2023 წელს არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოიპოვა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი განათლების პოლიტიკის მიმართულებით. 2024 წელს მიიღო შედარებითი და საერთაშორისო განათლების საზოგადოების (CIES) ევრაზიის ჯგუფის საუკეთესო დისერტაციის ჯილდო. ასევე მიღებული აქვს ედმუნდ მასკის სამაგისტრო სტიპენდია (2011-2013), რომლის ფარგლებშიც მოიპოვა განათლების მაგისტრის ხარისხი ვანდერბილტის უნივერსიტეტში.

ქეთის უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და სისტემის ცვლილების, კვლევითი და საექსპერტო საქმიანობის 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. თანამშრომლობდა როგორც საჯარო სექტორთან, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასა და უცხო ქვეყნების უმაღლესი განათლების აკრედიტაციის სააგენტოებთან. 2018 წლიდან ერასმუს პლუსის ეროვნულ ოფისთან არსებული უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტთა ჯგუფის წევრია.

ქეთი ცოტნიაშვილი შედარებითი და საერთაშორისო განათლების საზოგადოების (CIES), ასევე ამერიკის განათლების კვლევების ასოციაციის (AERA) წევრია.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • უმაღლესი განათლების, უნივერსიტეტებისა და ცოდნის წარმოების სივრცის ტრანსფორმაცია ისტორიული და გეოპოლიტიკური განზომილებების გათვალისწინებით
  • აკადემიური იდენტობები, აკადემიური პროფესია
  • პოსტსოციალისტური ტრანსფორმაციების დეკოლონიურ და პოსტკოლონიურ თეორიებთან თანაკვეთა
  • კოლექტიური მეხსიერება, ნარატივები და ბიოგრაფიები
  • ეთნოგრაფიული და დეკოლონიალური კვლევა
  • განათლებისა და მდგრადი განვითარების ურთიერთკავშირი

პუბლიკაციები

  • Jiang, J., Pretti, E., Tsotniashvili, K., Anayatova, D., Nielsen, A., & Silova, I. (forthcoming). Re-membering ceremonies: Childhood memories of our relationships with plants. In (An)Archive: Childhood, memory, and the cold war
  • Tsotniashvili, K. (2023) Transformation of academic identities in Georgia: Diffractive narratives in between defuturing and refuturing [Doctoral dissertation, Arizona State University]
  • Hailu, M. F., Lee, E. E., Halkiyo, A., Tsotniashvili, K., & Tewari, N. R. (2023). Gender and higher education in African universities: A critical discourse analysis of key policy mandates in Kenya, Rwanda, and Uganda. Education Policy Analysis Archives31.
  • Anayatova, D., Chachkhiani, K., Hovsepian, S., Silova, I., & Tsotniashvili, K. (2023). Literacies of childhood and nation in the Anthropocene: Insights from (post)soviet early literacy textbooks. In D. Tröhler (Ed.), Education, curriculum and nation-building. Contributions of comparative education to the understanding of nations and nationalism. Oxford Studies in Comparative Education
  • Chachkhiani, K., Palandjian, G., Silova, I., & Tsotniashvili, K. (2023). Pedagogies of Time: “Editing” Textbooks, Timelines, and Childhood Memories. Journal of Childhood Studies, 48 (1), 111-125. https://doi.org/10.18357/jcs202320568
  • Anayatova, D., Basu, M., Darira, S., Freiband, A., Glanz, D., Halkiyo, A., Hovsepian, S., Jenik, A., Jiang, J., Komatsu, H., Kwarase, P., Law, L., Nielsen, A., Oneill, J., Palandjian, G., Pretti, E., Rappleye, J., Sanchez, B., Silova, I., Tsotniashvili, K., & CONTRIBUTING ARTISTS (2022, May). Turn it around! An education guide to climate futures. Arizona State University and Artists’ Literacies Institute.
  • Tsotniashvili, K. (2022) Uncovering the state of play of faculty professional development in Georgian higher education institutions. PMC Research Center, Tbilisi
  • Koro, M., Carlson, D. L., Basu, M., & Tsotniashvili, K. (2022). Ontologies of Relation and Difference in ‘Research Designs’. In U. Flick (Ed.) The SAGE Handbook of Qualitative Research Design (pp. 155-174)
  • Garcia, D., Laczko-Kerr, I., Bartlett, T., Clement, V., Jiang, J., Jin, J.I., Lujano Vilchis, I., & Tsotniashvili, K. (2021). Evaluation report of the Beat the Odds School Leadership Academy program. Center for the Future of Arizona.
  • Tsotniashvili, K. (2020). Ecosystem and Internalization of the Higher Education Quality Assurance System in Georgia. In 15 Years of Bologna Process in Georgia: Achievements, Challenges and Recommendations (pp. 71-86). Erasmus+ National Office Georgia, Tbilisi
  • Darchia, I., Grdzelidze, I., Glonti, L., Sanikidze, T. & Tsotniashvili, K. (2019). Analysis of Development and Implementation of the Authorization Mechanism for Higher Education Institutions. Erasmus+ National Office Georgia, Tbilisi

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • განათლების კვლევების თეორია და მეთოდები პოსტ-სოციალისტურ სივრცეში;
  • უმაღლესი განათლების ტრანსფორმაცია პოსტ-საბჭოთა სივრცეში
  • დიზაინაზროვნება განათლებაში (სამაგისტრო კურსი)
  • სამაგისტრო ნაშრომის თეორიული და მეთოდოლოგიური დიზაინი (სამაგისტრო კურსი)