ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით პროფესორი





ვახტანგ ბალავაძე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; ამერიკის სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების ნამდვილი წევრი; მან, 2006 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის ხარისხი; ამავდროულად, არის მეწარმე და პრაქტიკოსი ინჟინერი;
ის, აქტიურად არის დაკავებული საინჟინრო, სამეცნიერო და სამეწარმეო საქმიანობით, კერძოდ;

⦁ 2020 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის პროფესორი და ამავე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
⦁ 2018 წლიდან დღემდე – „სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ – საქართველოს“ სამშენებლო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის ლექტორი;
⦁ 2014-2020 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი და მშენებლობის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი;
⦁ 2016 წლიდან დღემდე საპროექტო კვლევა-ძიებით კომპანია შპს „კავტრანსპროექტში“ უკავია წამყვანი ინჟინერის თანამდებობა;
⦁ 2015 წელს დააფუძნა საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია შპს „ფორსი“, სადაც 2018 წლამდე ეკავა დირექტორის და ინჟინერ კონსულტანტის თანამდებობა და პარტნიორის სტატუსით დღემდე აქტიურად მონაწილეობს კომპანიის საქმიანობაში.

ვახტანგ ბალავაძე 1998-2014 წლებში აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში, მათ შორის:
⦁ 2004-2012 წლებში იყო საქართველოს მე-6 და მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი – 2004-2008 წლებში იყო საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო 2008-2012 წლებში – რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე;
⦁ 2012 წელს დაინიშნა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად;
⦁ 2013 წელს იყო პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი იმერეთის მხარეში;
⦁ 2014 წელს გახლდათ ქ. თბილისის, ნაძალადევის რაიონის გამგებელი;
ვახტანგ ბალავაძე არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი; საქართველოს ინჟინერ-კონსულტანტთა ასოციაციის წევრი; უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი; არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი; უმუშავია რამდენიმე მსხვილ საინჟინრო პროექტზე; არის არაერთი გაცვლითი აკადემიური და პრაქტიკული საერთაშორისო პროგრამის მონაწილე და კურსდამთავრებული.
ის დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

მშენებლობის მეცნიერება
ინჟინერია/სამოქალაქო ინჟინერია
ეკონომიკა და ფინანსები
ბიზნესის განვითარება
მართვის თეორია
განათლების მეცნიერებები/თანამედროვე პედაგოკია

⦁ რჩეული პუბლიკაციები
Balavadze, V. Dzotenidze, M. Qristesiashvili, L. “Problems of innovation management in construction”. BUILDING scientific-technical journal N4(47). ISSN 1512-3936. (2018): P.77-79.

Balavadze, V. Bliadze, S. Lagundaridze, G. Gardapkhadze, T. “A Comparison of some Finite Element Models used in the analysis of constructions. BUILDING scientific-technical journal N01. ISSN 1512-3936. (2006): P.9-12.

Balavadze, V. Lagundaridze, G. Gognadze, G. Mazanashvili, D. Seskuria, Z. “A Comparison of some Finite Element Models Employed in the analysis of thin wall constructions”. journal Energy N1(33). ISSN 1512-0120. (2005): P.87-90.

Balavadze, V. Bliadze, S. Goguadze, G. Katsitadze, A. Tsakadze, A. “Questions of treatment of new mathematical models for evaluation of capacity for work of geometrically complex systems.” Problems of Applied Mechanics – International scientific journal N1. (18). ISSN 1512-0740. (2005): P.49-52.

Balavadze, V. Bliadze, S. Seskuria, Z. Kharatishvili, I. Lagundaridze, G. “Formulate of problems by final elements methods.” Problems of Applied Mechanics – International scientific journal N4. (17). ISSN 1512-0740. (2004): P.69-72.

 

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

2020-2021 წლის შემოდგომის სემესტრი
საბაკალავრო კურსები:
შესავალი სამოქალაქო საინჟინრო საქმეში (ENG)
მშენებლობა და კულტურა (ENG)

San Diego State University Georgia
საბაკალავრო კურსები:
Construction Methods (ENG)
Principles of Engineering Economy (ENG)
Construction Planning and Scheduling (ENG)
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
საბაკალავრო კურსები:
შესავალი სატრანსპორტო მშენებლობაში (GEO)
საბაკალავრო პროექტი (GEO)
სამუშაოთა წარმოების ორგანიზაცია (GEO)
სამშენებლო წარმოების ორგანიზაცია და მართვა (GEO)

სამაგისტრო კურსები:
პროექტების მენეჯმენტი მშენებლობაში (GEO)

 

პროფესიული გაერთიანებები წევრობა:
საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი
საქართველოს ინჟინერ კონსულტანთა ასოციაცის წევრი.
ამერიკის სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების წევრი