ბიზნესის სკოლის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფინანსებისა და საბანკო საქმის მიმართულება, ასისტენტ-პროფესორი





ვახტანგ ბერიშვილმა აკადემიურ სფეროში მუშაობა 2003 წლიდან დაიწყო. ამ დროიდან ასწავლის საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ფინანსებსა და ბიზნესის მართვასთან დაკავშირებულ საგნებს. ძირითადი მიმართულებებია: კორპორაციული ფინანსები, ინვესტიციები, რისკების მენეჯმენტი. ვ.ბერიშვილი ამჟამად მუშაობს დისერტაციაზე, რომლის თემაა რისკები.

2006 წელს მან მიიღო კავკასიის ბიზნესსკოლის ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი.

აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ქართულ და საერთაშორისო კომპანიებში, დონორ და სამეცნიერო ორგანიზაციებში მენეჯერულ პოზიციებზე.

2012 წლიდან ატარებს ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ასევე აწყობს ტრეინინგებს ფინანსურ და ბიზნეს თემებზე.  

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

კორპორაციული ფინანსები, რისკები, მოდელირება, ICT

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

რისკების მართვა, 2017-2018 სასწავლო წელი, სამაგისტრო საფეხური

ინვესტიციები, 2016-2017 სასწავლო წელი, საბაკალავრო საფეხური