საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და საინჟინრო ფაკულტეტის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი
  • ეკოლოგიის ინსტიტუტი
  • ბიომრავალფეროვნების კვლევების ცენტრი




1991 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: «სახეობათა გავრცელების პროგნოზი ანუ ჰაბიტატთა მოდელირება კავკასიაში».

1991-2002 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ბიოფიზიკის კათედრაზე მკვლევრად. 1994-2006 წლებში –  საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრში «ბუდე»  ბიოლოგ-კონსერვაციონისტად და გის-ანალიტიკოსად. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2006 წლიდან. გამოქვეყნებული აქვს 25-ზე მეტი სტატია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში და რამდენიმე წიგნი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

მისი ძირითადი სამეცნიერო საქმიანობა შედგება შემდეგი ამოცანისგან:

  • სად, როგორ და რატომ ცხოვრობდა, ცხოვრობს ან იცხოვრებს საკვლევი ცოცხალი ორგანიზმი?

ამ ამოცანის ამოსახსნელად იყენებს შემდეგ მეთოდებს:

  1. ლანდშაფტური გენეტიკა;
  2. ეკოლოგიური ნიშის დამოდელება და დარუკება;
  3. სატელიტური რადიოტელემეტრია (ცხოველების აღჭურვა რადიოგადამცემებით და მათი მოძრაობის შესწავლა);
  4. დისტანციური ზონდირება (სატელიტური გამოსახულებების ანალიზი);
  5. ფოტომახით ცხოველთა აღრიცხვა.

ამ მეთოდებით მიღებული შედეგების საბოლოო მიზანია:

  1. აიხსნას ევოლუციური პროცესები ცოცხალ სამყაროში (ადამიანის ჩათვლით);
  2. ხელი შეეწყოს ბუნების დაცვით საქმიანობასა და ბუნებრივი რესურსების გონივრულ მართვას (ე.ი. ბუნების კონსერვაციას).

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

პუბლიკაციები და ინდექსები:

Scopus-ის მიხედვით:

https://www.scopus.com/authid/detail.uri?authorId=14013784600

Google Scholar-ის მიხედვით:

https://scholar.google.com/citations?hl=en&user=Tmz0_1cAAAAJ

Research Gate-ის მიხედვით:

https://www.researchgate.net/profile/Alexander_Gavashelishvili/contributions

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  1. სივრცული ანალიზი ეკოლოგიაში (სამაგისტრო კურსი)
  2. სტატისტიკა ბიოლოგებისათვის R-პროგრამით (სამაგისტრო კურსი)
  3. მრავალცვლადიანი სტატისტიკა ეკოლოგიაში R-პროგრამით (სადოქტორო კურსი)
  4. კლიმატის გავლენა ცოცხალ ორგანიზმებზე (საბაკალავრო კურსი)