საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და
მედიცინის ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი, გეოლოგიის მიმართიულებით





ავთანდილ ოქროსცვარიძემ 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი და ამავე წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში. 1987 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „აფხაზეთის პალეოზოური გრანიტოიდების და მიგმატიტების პეტროლოგია“, ხოლო 1995 წელს – სადოქტორო დისერტაცია: „კავკასიონის ჰერცინული გრანიტოიდული სერიების პეტროლოგია“. კავკასიონზე მუშაობის პერიოდში მან აღმოაჩინა ჰოკრილა-აჩაპარას ოქრო-ანთიმონიტის გამადნება.

ა. ოქროსცვარიძე 1996-2000 წლებში მონაწილეობდა კანადის დალჰაუზის უნივერსიტეტის საერთაშორისო პროექტში „დედამიწის ქერქის განშრევებული სტრუქტურები“, ხოლო 2000-2002 წლებში – UNESCO-ს გეოლოგიურ მეცნიერებათა საერთაშორისო კავშირის (IUGS) პროექტში N337: „ევრაზიის მადანიანი ფელზური სისიტემების კორელაცია და მაგმურ-ჰიდროთერმული ევოლუცია“.

2002-2006 წლებში მას ეკავა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა სამეცნიერო ნაწილში, ხოლო 2006-2012 წლებში ხელმძღვანელობდა სამთო კორპორაცია „ოქროს საწმისის“ გეოლოგიის მიმართულებას. 2008-2011 წლებში ა. ოქროსცვარიძე NATO-ს პროექტის „ვულკანურ-ტექტონიკური უსაფრთხოება და დაცვითი ღონისძიებები სამხრეთ კავკასიის ნავთობისა და გაზის მილსადენებზე საქართველოს მონაკვეთზე“ კოორდინატორია საქართველოდან; 2009-2011 წლებში იგი UNESCO-ს „ლითოსფეროს საერთაშორისო პროექტის – გამოწვევა N2“ მონაწილეა, ხოლო 2010-2012 წლებში რუსთაველის სამეცნიერო ფონდის პროექტის „ოქროს პოტენციალის შეფასება კავკასიონის კახეთის სეგმენტში“ ხელმძღვანელია. ამ პროექტის მონაწილეებმა სტორის ხეობაში აღმოაჩინეს თორიუმის გამადნება.

2012 წლიდან მუშაობას იწყებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტში მკვლევარად, ხოლო 2014 წლიდან – გეოლოგიის განყოფილების გამგედ. ამავე წელს ირჩევენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორად.

2012-2016 წლებში ა. ოქროსცვარიძე მონაწილეობდა ტაივანის ნაციოალური უნივერსიტეტის მიერ დაფინასებულ საერთაშორისო პროექტში: „აბრეშუმის გზის მე-2 პროექტი“: „ტიბეტი/ჰიმალაები-კავკასია/ირანი კოლიზიური ოროგენები“, ხოლო 2013-2018 წლებში იგი იყო კოორდინატორია საქართველოდან UNESCO-IUGS-ს პროექტისა N610 „კასპის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე: გარემოს ცვლილებები და ადამიანის რეაქციები მეოთხეულში“. მისი ხელმძღვნელობით 2013 და 2016 წლებშიილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა ამ პროექტის პირველი და მეოთხე პლენარული სესიები.

ა. ოქოსცვარიძე რამდენიმე სამეცნიერო გაერთიანების წევრია, მათ შორისაა: „ევროგრანიტი“, „ევროპის გეომეცნიერთა კავშირი“ (EGU), „ევროპის გეოქიმიკოსთა ასოციასია“ (EGA), „თორიუმის ენერგიის ალიანსი“ (TEA), „მდგრადი განვითარების საეთაშორისო საზოგადოება“ (TSDS) და სხვ. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ოთხი საკანდიდატო და ერთი სადოქტორი დისერტაცია. იგი ავტორია 200-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციისა, რომელთაგან 82 გამოქვეყნებულია მაღალი რეიტინგის მქონე სამეცნიერო ჟურნალებში. ერთი მონოგრაფიისა და ხუთი წიგნის ავტორია. აღსანიშნავია, რომ 2008 წელს მონოგრაფიისათვის: „კავკასიონის ჰერცინული პლუტონური მაგმატიზმი“ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალ. ჯანელიძის სახ. პრემია მიენიჭა.

2019 წლიდან ა. ოქროსცარიძე ხელმძღვანელობს

  • რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და თურქეთი ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს ერთობლივ პროექტს „ერზურუმ-ყარსისა (თურქეთი) და სამცხე-ჯავახეთის ( საქართველო) ზეგნების გვიან კაინოზოური მაგმატიზმის პეტროგენეზისის, გეოდინამიკური რეჟიმისა და ოქროს მინერალიზაციის პოტენციალის კვლევა საზღვრების გარეშე“;
  • რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტს „თორიუმი-მომავლის ენერგია: მისი მადანგამოვლინებებისა და ფორმირების გეოლოგიური პირობების კვლევა საქართველოში“.
  • ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის (კანადა) მინერალური საბადოების კვლევის ცენტრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ერთობლივი სამეცნიერო პროექტს „აჭარა-თრიალეთის ნაოჭა სარტყელის მეტალოგენია“.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • მანტიურ-ქერქული ურთიერთმოქმედება,პლუტონური მაგმატიზმი და კონტინენტური ქერქის ევოლუცია;
  • ოროგენული სისიტემების მაგმატიზმი და მასთან დაკავშირებული მადნიანი მინერალიზაციის პროცესები;
  • მანტიური პლუმები და მათი როლი დედამიწის ქერქის ევოლუციაში;
  • კოლიზიური ვულკანიზმი და ადაკიტური მაგმატიზმი;
  • ბუნებრივი საშიშროებები და ბუნებრივი ძეგლების დაცვა.

 

  • Okrostsavridze A., Chung S.-L., Lin Y.-C, Skhirtladze I. Geology and Zircon U-Pb Geochronology of the Mtkvari Pyroclastic Flow: Evaluation of Destructive Processes affecting Vardzia rock-cut City, Georgia. Journal “Quaternary International” (in print).
  • Okrostsvaridze , 2017. The Argonauts: A modern Investigation of the Mythical “Gold Sands”. “LAMBERT Academic Publishing”, Saarbrucken, Germany 2017, 92 p.
  • Okrostsvaridze A., Gogoladze S., 2017. Thorium Resources and their Energy Potential in Georgia Republic, the Caucasus. In the book: Elsevier, Energy Prosedia, 125 (2017), pp. 291-299.
  • Okrostsvaridze A., Gagnidze N., Skhirtladze I., 2017. Late Miocene Volcanic Ash Layers of the Intermountain Depression of the Eastern Caucasus: the Products of the Megacaldera Explosion?
  • In “ Proceeding of UNESCO IUGC pr. #610 conference”. Palermo, Italy, 148-152.
  • Okrostsavridze A., Popkhadze N., Kirkitadze G., 2016. Megavolcano in the Late Cenozoic Samtckhe-Javakheti Volcanic Province? Lesser Caucasus, Georgia-Turkish Border . In 6th Workshop on collapse caldera, Hokaido, Japan, p. 42-43.
  • Okrostsavridze A., Gagnidze N., Boicenko G., 2016. Geology and Mineral Occurrences of the Estern Greater Caucasus, Georgia Segment. Journal of International Geoscience (IUGS) “Episodes”, 2016, Vol., 39, N3, pp.37-47.
  • Okrostsvaridze A., 2017. Gold Extraction from Sakdrisi Deposit, Georgia: at turn of the 4th and the 3rd Millennia BC? Discussion Based on Geological and Mining Arguments. Journal of Earth Sciences 2016, N2,  105-120.
  • Okrostsvaridze A.,. Gagnidze N., Aqimidze K., 2016. Modern field investigation of the mytical “gold sands” of the ancient Colchis Kingdom  and “Golden Fliece” phenomena. Journal of “Quaternary International”, 27-35.
  • Okrostsvaridze A., Chung S. L., Tormey D., 2016. Gondvana-Derived Micro-Plates in the Construction of the Caucasus Collisional Orogen . Society Economic Geologists (SEG2016) Conference, Turkey, Izmir,  Abstract – 0342.
  • Chiu H.-Y., Chung S.-L., Shengelia D., Okrostsvaridze A., Javakhishvili Z., Lee H.-Y., Wang K.-L., 2016. Discovery of ANS-derived Ribbon Continent in Georgian Caucasus: Zircon Hf isotopic constraints and implication for the Cimmerian Orogeny. Abs. in Goldschmidt 2016 International Conference, Yokohama, Japan.
  • Gamkrelidze I., Okrostsvaridze A., Tormay D., 2016. Evolution of the Caucasus pre-Alpine Continental Crust. in Goldschmidt 2016 International Conference, Yokohama, Japan.
  • Lee H.-Y., Chung S.-L., Go Y.-H., Okrostsvaridze A., Javakhishvili Z., 2016.
  • Okrostsvaridze, A., Popkhadze, N., Bluashvili, D., Chang, Y. H., Skhirtladze I., 2016. Late Cenozoic Samtskhe-Javakheti Volcanic Highland, Lesser Caucasus – as a Result of Mantle Plumes Activity. IGCP pr. 610 pr. In proc. fourth plenary conference, Tbilisi, Georgia, 127-131.
  • Okrostsavridze A., Popkhadze Kirkitadze G., 2016. Megavolcano in the Late Cenozoic Samtckhe-Javakheti Volcanic Province? Lesser Caucasus, Georgia-Turkish Border . In proc. 6th Workshop on collapse caldera, Hokaido, Japan, p. 42-43.
  • Okrostsvaridze A., Gagnidze N., Boichenko G., 2016. Geology and Mineral Occurrences of the Eastern Greater Caucasus, Georgia Segment. Journal of International Geoscience (IUGS) “Episodes”, Vol., 39, #3, pp.37-47.
  • ა. ოქროსცვარიძე, 2015. საყდრისის მაღაროდან ოქროს მოპოვების 5000 -წლიანი ისტორია? მულტიდისციპლინარულ კვლევაზე დაფუძნებული დისკუსია. ჟურნალი „კადმოსი, ტომი 7, გვ. 275-296.
  • Okrostsvaridze A., Gagnidze N., Akimidze K., 2015. Ore Occurrences in the Georgian Segment of the Eastern Greater Caucasus: New Research Results. Bull. Georg. Nat. Sci., vol. 9. No. 1, pp. 102-111.
  • Wang S. J., Lee Y. H., Okrostsvaridze A., 2014. Cenozoic Mountain Building Process in the Greater Caucasus, from Subduction to Collision. American Geophysical Union, Fall Meeting, USA, San-Francisco, abstract #T21A-4565.
  • Chug S.-L., Chiu H.-Y., Okrostsvaridze A., Wu F.-Y., . Zarrinkoub, H., Bingol A.F., 2014.  Phanerozoic Continental Growth in Asia  and The “ Cimmerian orogeny” in Tethis: A “CIA” ( Caucasus/Iran/Anatolia).  In proceeding International conference, Gungzhou, China, pp. 59-60.
  • Okrostsvaridze A., Gagnidze N., Akimideze K., A modern field investigation of the mythical “gold sands” of the ancient Colchis Kingdom and “Golden Fleece” phenomena. Journal of “Quaternary International”, No. 12. pp. 27-35.
  • Okrostsvaridze A., Torium – Future Energy of Modern  Civilization? and its Ore Occurrences in Georgia Republic. Bull. Georg. Natl. Acad. Sci., vol. 8., No 3, 48-55.
  • ოქროსცვარიძე ა., 2014. საქართველოს სამთო–მოპოვებითი მრეწველობის განვითარების ზოგადი დინამიკა და თანამედროვე მდგომარეობა. კავკასიის გარემოს დაცვითი ორგანიზაციის (CENN) პროექტის ანგარიში. თბილისი, 65 გვ.
  • Okrostsvaridze A., Gagnidze N., Bluashvili D., 2014. Field investigation of  the mythical “Gold Sands” of the ancient Colchis Kingdom and modern discussion on Argonauts mission, 2014.  Journal of  International Geoscience (IUGS)  “Episodes”, Vol. 37, no. 2. pp. 10-17.
  • Okrostsvaridze A., Tormy D., 2013. Phanerozoic Continental Crust Evolution of the Inner Caucasian Microplate: The Dzirula Uplift. Journal of International Geoscience (IUGS) “Episodes”, March, 2013, Vol. 36, No.1, pp. 31-39.
  • Okrostsavridze A., 2013. New Methods of the Earth Natural Resources Studies at the Ilia State University, Georgia Republic. US-China Education Review B, March , Vol. 3, No. 3, 24-32.
  • Okrostsvaridze A., Akimidze K, Bluashvili D., 2011. The First Data on Industrial Concentration of Thorium and Bismuth in Hydrothermally Altered Lover-Jurassic Clay-Shale of the Stori Canyon, Greater Caucasus. Bull. Georg. Nat. Acad. Sci., vol. 5, no. 2, pp. 76-82.
  • ოქროსცვარიძე ა., 2011. მანტიური პლიუმების კონცეფცია: ახალი გეოლოგიური პარადიგმა? თბილისი, 41 გვ. (რედაქტორი ე.გამყრელიძე), 2011.
  • Pasquare F, Tormay D.,.Vezzoli M. Okrostsvaridze A., Tutberidze B., Mitigation the Consequences of Extreme events on strategic Fasilites: Evaluation of volcanic and seismic risk affecting the Caspian oil and gas Pipelines in the Republic of Georgia. Journal of Environmental Management. 1-9, pp. 37- 46.
  • Okrostsvaridze A. V., Tormey D. R., 2011. Evolution of the Variscan Orogenic Plutonic Magmatizm: The Greater Caucasus. Journal of Nepal Geological Society, Special Issue, Vol. 403, pp. 45-52.
  • Okrostsvaridze A., Tormay D., 2010. Ascent Distance of Anatectic Granitoid Melts in Collisional Orogen, 2010. Extending Abstract of ILP’ 2nd Potsdam Conference “ Solid Earth-Basic Science for the Human Habitat” Potsdam, Germany, 73-77.
  • Pasquare F, Tormay D., Okrostsvaridze A., Tutberidze B., 2010. Determination of Risk Response Measures for Strategic Facilities: Caspian Oil and gas Pipelines in the Republic of Georgia”. In proceedings of ILP’ 2nd Potsdam Conference “ Solid Earth-Basic Science for the Human Habitat” Potsdam, Germany, 45-47.
  • Okrostsvaridze A. V., Tormey D. R., 2010. Proterozic to Phanerozoic Evolution of the Continental Crust: The Inner Caucasian Microplate. “Intelect”, Tbilisi, 60 p.
  • Okrostsvaridze A., Bluashvili D., 2009. The Sakeni Ore Field – Geological Evidence and Perspectives (Greater Caucasus). Bull. of Georg. Acad. Sci. Vol. 3. No.1, pp. 84-87.
  • Окросцваридзе A., 2007. Герцинский гранитоидный магматизм Большого Кавказа. Intellect, Тбилиси, 2007. 223 с.
  • Okrostsvaridze A., Shubitidze L., Chagelishvili L., 2006. The First Data on Ultrabase Intrusive on the Budja Canyon (Dzirula Massif). Bull. of the Georgian Acad. Sci. 2006. Vol. 173. #3, pp. 533-536.
  • Окросцваридзе , Кларк Д.Б., 2004. Новые данные Sm-Nd, Rb-Sr и Ar-Ar изотопного исследования магматических пород Дзирульского выступа Закавказского срединного массива. ДАН России, т. 398, №1, pp. 34-40.
  • Okrostsvaridze A., Clarke B., 2003. The First Data on the Investigation of Sm-Nd, Rb-Sr and Ar-Ar isotopic Systems of the Dzirula Salient Quartz-Diorites of the Black Sea Trans-Caucasian Terrain. Bull. of the Georgian Academy of Sciences, 168, No. 2, pp 281-285.
  • Okrostsvaridze A., Bluashvili D., 2000. Hokrila-Achapara Gold-bearing zone in the crystalline basement of the Greater Caucasus (Svaneti Region, Georgia). In proceeding of IGCP Project #337: Correlation, Anatomy and Magmatic Hydrothermal Evolution of Ore-Bearing Felsic Igneous System in Eurasia, Finland, Helsinki, pp.50-55.
  • Окросцваридзе A., Петрология герцинских гранитоидных серии Большого Кавказа- Автореферат докторской диссертации, Тбилиси, 1995, 51 с.
  • Shengelia D., Korokovski S.,P., Somin M. L. Chichinadze G., Okrostsvaridze A., Kakhadze R., 1995. Metamorphic facies of the Greater Caucasus (Explanatory memorandum of the Map of Metamorphic Facies of the Greater Caucasus. Scale- 1:200 000)- Moscow, 1995, 76 p.
  • ოქროსცვარიძე ა., 1992. პირველი მონაცემები ოქროს მაღალი შემცველობის შესახებ მდინარეების საკენის აჩაპარას და ჰოკრილას სათავეებში (აფხაზეთი-ზემო სვანეთი). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის „მოამბე“. ტ. 145, N1, გვ. 120-124.
  • Шенгелиа Д.М., Короковский С., П., Сомин М. Л. Чичинадзе Г., Окростсваридзе А., Кахадзе Р., Фофорадзе Н., 1991. Петрология метаморфических комплексов Большого Кавказа . М., “Наука”, 1991, 347 стр.
  • Окросцваридзе A., Плагиограниты толеитового ряда на Главном хребте Большого Кавказа- Доклады АН СССР, 1990, т. 314, №1, стр.233-236.
  • Окросцваридзе A., 1987. Петрология палеозойских гранитоидов и мигматитов Абхазии- Автореферат канд. диссертации, Тбилиси, 1987, 26 с.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • დედამიწა და თანამედროვე ცივილიზაციის სასიცოცხლო რესურსები – შესავალი კურსი;
  • დედამიწის ქერქის ამგები მაგმური ქანები – ბაკალავრიატი;
  • დედამიწის ამგები დანალექი და მეტამორფული ქანები – ბაკალავრიატი;
  • კავკასიის გეოლოგია – მაგისტრატურა;
  • მაგმური და მეტამორფული ქანების პეტროლოგია – მაგისტრატურა;
  • გეოქიმია და იზოტოპური გეოლოგიის საფუძვლები – მაგისტრატურა;
  • მანტიური პლიუმების კონცეფცია – დოქტორანტურა;
  • ოროგენეზი და კონტინენტური ქერქის ევოლუცია – დოქტორანტურა.
  1. პეტროლოგია – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 1995-2002 წლები;
  2. გეოქიმია – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2003- 2008 წლები.

2008-2010 წლებში იგი იყო კოორდინატორი საქართველოდან NATO-ს პროექტისა „გეოლოგიური უსაფრთხოება და დაცვითი ღონისძიებანი კასპიის ნავთობისა და გაზის მილსადენებზე საქართველოს მონკვეთზე“. 2013 და 2016 წლებში მისი ხელმძღვანელობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩრთულობით წარმატებით ჩატარდა INESCO-ს საერთაშორისო გეოლოგიური პროექტები (IGCP) N610: კასპიის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე: გარემოს ცვლილებაები და ადამიანის რეაქციები მეოთხეულში“ პლენარული სესიები და საველე კვლევები.

ა.ოქროსცვარიძე რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციის წევრია:  ევროგრანიტის, ევროპის გეოქიმიკოსთა კავშირის, ევროპის გეომეცნიერთა კავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების გეოფიზიკოსთა კავშირის.