საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და
მედიცინის ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი, ჰემატოლოგიის მიმართულებით





2001 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის   სამკურნალო ფაკულტეტი. ამავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ასპირანტურაში სპეციალობით ჰემატოლოგია. 2005 წელს მიენიჭა დოქტორის წოდება ნაშრომსთვის „აპოპტოზის როლი ლიმფოპროლიფერაციულ დაავადებათა  პროგნოზსა  და ქიმიოთერაპიისადმი მგრძნობელობის შეფასებაში“. 2009 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ამჟამად მუშაობს „შპს მ.ზოდელავას ჰემატოლოგიურ ცენტრში ექიმი ჰემატოლოგისა და კლინიკური კვლევის დეპარტამენტის პოზიციაზე და „შპს ავერსის“ კლინიკაში  ექიმ-ჰემატოლოგის თანამდებობაზე. 2012 წლიდან დღემდე  „გლივეკით პაციენტთა დახმარების საერთაშორისო პროგრამის“ (GIPAP) კოორდინატორია.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • ონკოჰემატოლოგიური დაავადებების პროგნოზული ფაქტორები
  • აპოპტოზური მარკერების როლი ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების მიმდინარეობის პროგნოზში
  • მულტიცენტრული კლინიკური კვლევები

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

შინაგანი მედიცინა II (გასტროენტეროლოგია, ნეფროლოგია, ჰემატოლოგია) (ENG); სადოქტორო სემინარი II