საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და საინჟინრო ფაკულტეტის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების ასოცირებული-პროფესორი

აბასთუმნის ასტეოფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი, თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომელი





გიორგი დალაქიშვილმა 2003 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი და მიენიჭა ფიზიკის ბაკალავრის ხარისხი. 2005 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა პლაზმის ფიზიკის მიმართულებით. 2003-2005 წლებში მუშაობდა ილია ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკურ საშუალო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად. 2007-2010 წლებში სწავლობდა დოქტორანტურაში ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტსა (Katholieke Universiteit Leuven) და რურის ბოხუმის უნივერსიტეტში (Ruhr-Universit¨at Bochum), SOLAIRE–ს კვლევისა და სწავლების პროგრამის ფარგლებში. დოქტორანტურის დამთავრებისას, სადისერტაციო ნაშრომის დაცვის შემდეგ მას მიენიჭა მეცინიერების დოქტორის ხარისხი მათემატიკაში  (PHD)  ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის მიერ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი (Dr.rer.nat.) რურის ბოხუმის უნივერსიტეტის, ფიზიკისა და ასტრონომიის ფაკულტეტის მიერ.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • ასტროფიზიკა, მზის ფიზიკა, ახლო კოსმოსის ამინდი, დედამიწის ატმოსფეროსა და იონოსფეროს ფიზიკა, პლაზმის ფიზიკა, მაგნიტოჰიდროდინამიკა

 რჩეული პუბლიკაციები

  • Goderdzi G. Didebulidze, Giorgi Dalakishvili1, Levan Lomidze, Giorgi Matiashvili, Formation and behavior of Es layers under influence of AGWs evolving in the horizontal shear flow წარდგენილია ჟურნალში Journal of Solar Terestial and Atmospheric Physics
  • Dalakishvili, G., Kleimann, J., Fichtner, H., Poedts, S., Magnetic clouds in the solar wind: a numerical assessment of analytical models, Astron. Astrophys. ,536, A100, (2011).
  • Dalakishvili, G., Rogava, A., Lapenta, G., Poedts, S., Investigation of dynamics of self-similarly evolving magnetic clouds, Astron. Astrophys. , 526, A22, (2011).
  • Dalakishvili, G., Poedts, S., Fichtner, H., Romashets, E., Characteristics of magnetized plasma flow around stationary and expanding magnetic clouds. Astron. Astrophys., 507, 611, (2009).
  • Osmanov Z., Dalakishvili G. and Machabeli G., On the reorganization of a magnetosphere pulsars nearby the light cylinder surface. Mon. Not. R. Astron. Soc. 383, 1007, (2008).
  • Dalakishvili G.T., Rogava A.D., Berezhiani V.I., Role of radiation reaction forces in the dynamics of centrifugally accelerated particles. Phys.Rev. D 76, 45003. (2007).

 წიგნები

  • 11th International Yang Physicists Tournament-Remarks and selected reports
  • 12th International Yang Physicists Tournament – Reports of Georgian Team.
  • Scientific-Technical Center of Students and Youth of Georgia.
  • 4th International Yang Physicists Tournament – Reports of Georgian Team
  • Scientific-Technical Center of Students and Youth of Georgia.
  • 15th International Yang Physicists Tournament – Reports of Georgian Team
  • Scientific-Technical Center of Students and Youth of Georgia.

სტატიები გაზეთებში
სამეცნიერო-პოპულარული სტატიები გაზეთ „24 საათის“ დამატებაში “WEEKEND”

პუბლიკაციების ვრცელი სია

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

საბაკალავრო კურსი
ფიზიკის საფუძვლები 2, გაზაფხულის სემესტრი
ელექტროდინამიკა, გაზაფხულის სემესტრი
გეომეტრიული და ტალღური ოპტიკა, გაზაფხულის სემესტრი
ფიზიკის საფუძვლები 1, შემოდგომის სემესტრი
ელექტრობა და მაგნიტიზმი, შემოდგომის სემესტრი
ბუნების კანონების როლი ჩვენს ცხოვრებაში, გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრები

სამაგისტრო კურსი
რიცხვითი მეთოდები ასტროფიზიკაში, შემოდგომის სემესტრი
ჰიდროდინამიკისა და მაგნიტოჰიდროდინამიკის საფუძვლები, შემოდგომის სემესტრი

საბაკალავრო კურსი
ოპტიკა, 2013 წლის გაზაფხულის სემესტრი
მოლეკულური ფიზიკა და თერმოდინამიკა, 2012 წლის შემოდგომის სემესტრი