მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ია შენგელიამ 1971 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო გეოფიზიკის ინსტიტუტის მიწისძვრების ფიზიკის განყოფილებაში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1975-1979 წლებში გაიარა გეოფიზიკის ინსტიტუტის დაუსწრებელი სწავლების ასპირანტურა და 1981 წელს დაიცვა დისერტაცია გეოფიზიკის განხრით. 1981–1991 წლებში მუშაობდა გეოფიზიკის ინსტიტუტის საცდელ-მეთოდური გეოფიზიკური ექსპედიციის მიწისძვრების დინამიკური პარამეტრების ტელესეისმური ინფორმაციის დამუშავების ლაბორატორიის ხელმძღვანელად, 1992-2005 წლებში – გეოფიზიკის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, ხოლო 2006 წლიდან სეისმური მონიტორინგის ცენტრის თეორიული სეისმოლოგიისა და მოდელირების განყოფილებაში მკვლევრის პოზიციაზე. აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში სეისმოლოგიის განხრით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პროექტებში. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა თუ ფორუმებში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2008 წელიდან, ჯერ ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე, 2014 წლიდან კი ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. არის სამოცამდე სამეცნიერო პუბლიკაციისა და წიგნის ავტორი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • გეოფიზიკა;
  • სეისმოლოგია;
  • კერძოდ მიწისძვრების კერის პარამეტრები;
  • სეისმური ტალღები;
  • ძლიერი მიწისძვრის პროგნოზი;
  • სეისმური საშიშროება.

რჩეული პუბლიკაციები

  • Chelidze, I.Shengelia, N.Zhukova, T.Matcharashvili, G.Melikadze, G. Kobzev, 2014, Coupling of multiple Rayleigh waves and water level signals 2011 great Tohoku earthquake observed in Georgia, Caucasus.  Bulletin of the Georgian National academy of sciences, vol.8, n.2, p.75-79.
  • Matcharasvili, T.Chelidze, Z.Javakhisvili,N.Jorjiasvili, I.Shengelia 2013, Discrimination between stochastic dynamics patterns of ambient noises (case study for Oni seismic station), Acta Geophysica, Volume 61, Issue 6, pp 1659-1676.
  • Coda Wave Attenuation for Three Regions of Georgia (Sakartvelo) using Local Earthquakes, 2011, I. Shengelia, Z.Javakhishvili, and N.Jorjiashvili; BSSA Volume 101-5, October 2011.
  • Shengelia, T.Chelidze, Z. Javakhishvili, T. Godoladze, M.Gigiberia, 2008. Determination of earthquake Magnitude by digital data. Bulletin of the Georgian national Academy of Sciences, vol. II, 1, p.80-84

წიგნები

  • Д.Сихарулидзе, Н. Тутберидзе, И.Шенгелия, В. Папалашвили 1999. Сейсмологические методы и результаты исследования блокового строения и динамического состояния литосферы. Тбилиси, 1999, 95с.
  • Г. Шенгелая, В. Папалашвили, Р.Махарадзе, Я. Аманаташвили, И.Шенгелия 1995. Первый каталог землетрясений Кавказа составленный по программе     ˝Гипоцентрия       ГМ ˝ и некоторые вопросы современной геодинамики эпицентральной зоны Рача-Имеретинского  землетрясения. Тбилиси, Мецниереба, 130 с.
  • Т.Раутиан, В.Халтурин, М. Закиров, А.Земцова, И.Шенгелия и др. 1981. Экспериментальные исследования сейсмичесмкой коды. Изд. “наука“,  Моква,140 с.

პუბლიკაციების ვრცელი სია

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

საბაკალავრო კურსი

  • დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა შესავალი კურსი.
  • დედამიწის ისტორია.
  • დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა საფუძვლები 2.

საბაკალავრო კურსი

  • დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა შესავალი კურსი. 2012–2015 სასწავლო წლები.
  • დედამიწის ისტორია. 2013–2015 სასწავლო წლები.
  • დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა საფუძვლები 1. 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი.
  • დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა საფუძვლები 2. 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი.
  • დედამიწის შემცველი სისტემები. 2013-2015 წლების შემოდგომის სემესტრები.
  • დედამიწის აგებულება და ფილაქანთა თეორია 2012-2013 სასწავლო წელი და 2013-2014წლის გაზაფხულის სემესტრი.
  • ქანების ფიზიკა. 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულისა და 2012-2013 წლის შემოდგომის სემესტრები.
  • გეოფიზიკის საფუძვლები 2. 2012-2013 წლის გაზაფხულის სემესტრი.
  • სეისმოლოგიის საფუძვლები. 2012-2013 წლის გაზაფხულის სემესტრი.
  • ისტორიული მიწისძვრები. 2012-2013 წლის შემოდგომის სემესტრი.

სამაგისტრო კურსი

  • ზოგადი გეოფიზიკა 2. 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი.
  • სეისმოტექტონიკა. 2012-2013 სასწავლო წელი.
  • მიწისძვრების კერის ფიზიკა. 2011-2013 წლების გაზაფხულის სემესტრები.
  • ზოგადი სეისმოლოგია 1. 2010-2011 წლის შემოდგომის სემესტრი.
  • ზოგადი სეისმოლოგია 2. 2009-2010 და 2011-2012 წლების გაზაფხულისა და 2011-2012 წლების შემოდგომის სემესტრები.

ცალკეული