საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და საინჟინრო ფაკულტეტის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი

ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკის ცენტრი, მკვლევარი





2000 წელს, ჯუანშერ ჯეჯელავამ ჩააბარა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც დაიცვა როგორც ბაკალავრის, ისევე მაგისტრის ხარისხი ველის კვანტური თეორიის სპეციალობით. 2006წ ჩაბაარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში ნაწილაკების ფიზიკის სპეციალობით. 2011 წელს დაიცვა სადოქტორო ნაშრომი რომელშიც გამოიკვლია ლორენც დარღვევის შესაძლებლობა გაწრფივებულ გრავიტაციასა და არააბელურ ველებში. ამის შემდეგ მალევე გადავიდა თეორიიდან ფენომენოლოგიაში. 2012 წელს შეუერთდა ATLAS/CERN ექსპერიმენტის Tile კალორიმენტრის სიგნალის რეკონსტრუქციის ჯგუფში. 2016 წლიდან, დოქ. ჯეჯელავა შეუერთდა ATLAS-ის სუპერსიმეტრიების ძიების ჯგუფს სადაც დღემდე იმყოფება. ამავდროულად ის აგრძელებს მაღალი ენერგიების ფიზიკის თეორიულ კვლევით პროექტებში მონაწილეობასაც.

უნივერსიტეტის მოვალეობებთან ერთად, მან მონაწილეობა მიიღო სკოლის მოსწავლეებისათვის განკუთვნილ რამოდენიმე საერთაშორისო ღონისძიებაში, ზოგში მწვრთნელის და ზოგში კი გუნდის ლიდერის სახით. აი ძირითადი ღონისძიებების ჩამონათვალი: ‘ნორჩ ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირი’ 2017წ, ‘ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა’ (2009, 2010), ‘ზაუტიკოვის საერთაშო ოლიმპიადა’ 2012წ, და სხვა.

2015 წელს მან მიიღო მონაწილეობა CERN-ში გამართულ FameLAB ღონისძიებაში, და როგორც ფინალისტმა გაიარა BBC-ის მედია ტრენინგი.

2013 წლიდან მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით დოქ. ჯეჯელავას მიყავს პატარა ბლოგი.

2018 წლიდან, ყოფილ კურსელთან ერთად, დაიწყო პირველი ქართულ-ენოვანი სამეცნიერო-გასართობი PodCast-ი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ლორენც დარღვევები, ნერზორული გრავიტაცია; იანგ-მილსის თეორიები; სუპერსიმეტრია; მანქანური სწავლება; მრავალცვლადიანი ანალიზი.

რჩეული პუბლიკაციები

  • J. L. Chkareuli and J. G. Jejelava, “Spontaneous Lorentz Violation: Non-Abelian Gauge Fields as Pseudo-Goldstone Vector Bosons,” Phys. Lett. B 659 (2008) 754 [arXiv:0704.0553 [hep-th]].
  • J. L. Chkareuli, C. D. Froggatt, J. G. Jejelava and H. B. Nielsen, “Constrained gauge fields from spontaneous Lorentz violation,” Nucl. Phys. B 796 (2008) 211 [arXiv:0710.3479 [hep-th]].
  • J. L. Chkareuli, J. G. Jejelava and G. Tatishvili, “Graviton as a Goldstone boson: Nonlinear Sigma Model for Tensor Field Gravity,” Phys. Lett. B 696 (2011) 124 [arXiv:1008.3707 [hep-th]].
  • J. Jejelava, ”Comparison of Different Reconstruction Methods with the PulseSimulator”, https://cds.cern.ch/record/1976207/files/ATL-COM-TILECAL-2014-086.pdf (for ATLAS internal circulation, only).
  • M. Aaboud et al. [ATLAS Collaboration], “Search for direct top squark pair production in final states with two leptons in arXiv:1708.03247 [hep-ex].
  • J. L. Chkareuli, J. Jejelava and Z. Kepuladze, “Lorentzian Goldstone modes shared among photons and gravitons,” arXiv:1709.02736 [hep-th].

სტატიები ჟურნალებში

http://georgianscience.blogspot.com/

პუბლიკაციების ვრცელი სია

2014 წლიდან შეყვანილია ATLAS კოლაბორაციის ავტორთა სიაში.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ფარდობითობის თეორია  (სამაგისტრო), კალკულუსი (საბნაკალავრო), კოსმოლოგია – სამყაროს წარმოშობის და ევოლუციის თეორია (საბაკალავრო).

ფარდობითობის თეორია (2017/II-2018/I, სამაგისტრო); კალკულუსი (2016/I, საბნაკალავრო); კოსმოლოგია – სამყაროს წარმოშობის და ევოლუციის თეორია (2009/I-2015/I, საბნაკალავრო); ელემენტარული ნაწილაკები და ბუნების ძალები (2015/II, საბნაკალავრო).

2007 წელს მონაწილეობა მიიღო საქართველოს  პიანისტთა კონკურსის ნახევარფინალში.