საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და საინჟინრო ფაკულტეტის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი, ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტი





ლალი შანშიაშვილმა 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მან სწავლა განაგრძო საქარველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ.ბერიტაშვილის ინსტიტუტის ასპირანტურაში ბიოქიმიის სპეციალობით. 1991 წელს ლალი შანშიაშვილმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2004 წელს კი – სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 2000-2008 წლებში იგი თანამშრომლობდა ბაზელის უნივერსიტეტის (შვეიცარია) ზედაპირების ბიოქიმიის  ლაბორატორიასთან და მოლეკულური შეცნობის ცენტრთან – Collegium Basilea (შვეიცარია). ილიას უნივერსიტეტში მოღვაწეობს დღიდან  მისი დაარსებისა,  2006 წლიდან.

ლალი შანშიაშვილი არის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის – Journal of Biological Physics and Chemistry (JBPC) http://www.amsi.ge/jbpc/  სწავლული  მდივანი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

მიელინის ფუძე ცილის მუხტით განპირობებული იზომერებისა და მათი პეპტიდების ეფექტები პირველად გლიურ უჯრედებზე; გლუტამატის რეცეპტორები; მაკროფაგების პლასტიურობა; ცილა-ლიპიდური ურთიერთობები; აპოპტოზი; იმუნური უჯრედების მეტაბოლური დარღვევები გენეტიკური დაავადების – კისტური ფიბროზის დროს.

კვლევითი ინტერესები/დოქტორანტების შესაძლებელი კვლევითი თემები:

ციტრულინირებული მიელინის ცილების როლი ნეიროანთებითი დაავადებების პათოგენეზში; მაკროფაგთა პლასტიურობა.

  1. Shanshiashvili L., Tsitsilashvili E., Dabrundashvili N., Kalandadze I., Mikeladze D. Metabotropic glutamate receptor 5 may be involved in macrophage plasticity. Biol.Res. 14:50(1):4.doi: 10.1186/s40659-017-0110-2. 2017
  2. G.Tevzadze, L.Shanshiashvili, D.mikeladze. Children with epilepsy and autistic spectrum disorders show similarly high levels of urinary p-cresol. The Journal of Biological Physics and Chemistry 17, (2017) 77-80.
  3. E.O. Tsitsilashvili, L.V. Shanshiashvili and D.G. Mikeladze. Macrophages—cells with broad potential. The Journal of Biological Physics and Chemistry V 16 (4), (2016) 162–166.
  4. L.Shanshiashvili, I.Kalandadze , J.Ramsden, D.Mikeladze. Different isoforms of  deiminated myelin basic protein have different adsorption capacities to the myelin lipids.  Journal of Biological Physics and Chemistry 14(3), pp.57-63,  2014.
  5. Shanshiashvili LV, Kalandadze IV, Ramsden JJ, Mikeladze DG. Adhesive Properties and Inflammatory Potential of Citrullinated Myelin Basic Protein Peptide 45-89. Neurochemical Research. 37, no 9:1959-1966, 2012.
  6. Shanshiashvili LV, Dabrundashvili N, Natsvlishvili N, Kvaratskhelia E, Zhuravliova E, Barbakadze T, Koriauli S, Maisuradze E, Topuria T, Mikeladze DG. mGluR1 interacts with cystic fibrosis transmembrane conductance regulator and modulates the secretion of IL-10 in cystic fibrosis peripheral lymphocytes. Molecular Immunology 51, no 3-4:310-315, 2012.
  7. Zhuravliova E, Barbakadze T, Jojua N, Zaalishvili E, Shanshiashvili L, Natsvlishvili N, Kalandadze I, Narmania N, Chogovadze I, Mikeladze D. Synaptic and Non-Synaptic Mitochondria in Hippocampus of Adult Rats Differ in Their Sensitivity to Hypothyroidism. Cellular and Molecular Neurobiology 32:1311–1321, 2012.
  8. Shanshiashvili L. N. Narmania T. Barbakadze  E. Zhuravliova   N. Natsvlishvili J. Ramsden, D. G. Mikeladze. S-Nitrosylation Decreases the Adsorption of H-Ras in Lipid Bilayer and Changes Intrinsic Catalytic Activity. Cell Biochemistry and Biophysics.  59:191–199, 2011.
  9. Shanshiashvili L., Suknidze N., Machaidze G., Mikeladze D., Ramsden J. “Adhesion and  clustering of charge isomers of myelin basic protein at model myelin membranes“.  Archives of Biochemistry and Biophysics. 419, 170-177, 2003.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ბაკალავრიატი: იმუნოლოგიის საფუძვლები; ბიოქიმიის რჩეული თავები; ცილები მრავალფუნქციური მოლეკულები.

მაგისტრატურა: სისტემების ბიოქიმია; აპოპტოზი და უჯრედის პროლიფერაცია; მოლეკულური იმუნოლოგია; ნეიროფარმაკოლოგია; ნერვული ქსოვილის ბიოქიმია; ალერგოლოგიის რჩეული თავები.

დოქტორანტურა: ბიოლოგიური კატალიზის მოდიფიკაციის მოქმედების პრინციპები

სამუშაო გამოცდილება 

ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი უნივერსიტეტის დაარსებიდან  –  2006 წლიდან

2013-დან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი,

უვადოზე ორიენტირებული ასოცირებული პროფესორი

2011-დან დღემდე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, მთავარი

მეცნიერ-თანამშრომელი

2010 – 2013 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების

ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი

2006 – 2010 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოცხალი სამყაროს

შემსწავლელი მეცნიერებების ფაკულტეტი, ასოცირებული

პროფესორი

2006 – 2011 ფიზიოლოგიის ინსტიტუტი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი

2005  – 2006 ფიზიოლოგიის ინსტიტუტი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი

1995 – 2005 ფიზიოლოგიის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

1991 – 1995 ფიზიოლოგიის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი

კვლევის საკითხები:

მიელინის ფუძე ცილის მუხტით განპირობებული იზომერებისა და მათი პეპტიდების ეფექტები პირველად გლიურ უჯრედებზე; გლუტამატის რეცეპტორები; მაკროფაგების პლასტიურობა; ცილა-ლიპიდური ურთიერთობები; აპოპტოზი; იმუნური უჯრედების მეტაბოლური დარღვევები გენეტიკური დაავადების – კისტური ფიბროზის დროს.

ვებ გვერდი