საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და
მედიცინის ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი ეკოლოგიისა და უხერხემლო ცხოველთა ზოოლოგიის მიმართულებით





2004 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი, ხოლო 2006 წელს – ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურა. 2013 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე – „საქართველოს ხმელეთის მოლუსკების მრავალფეროვნება და გეოგრაფიული განაწილება”.
2003-2008 წლებში მუშაობდა ზოოლოგიის ინსტიტუტში ჯერ ლაბორანტად, შემდეგ – მეცნიერ-თანამშრომლად. 2007-2010 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე. 2011-2015 წლებში მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიისა და ზოოლოგიის ინსტიტუტებში ასოცირებულ მკვლევრად. ილიას უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია 2015 წლიდან. 2013 წელს მოიპოვა დაადის პოსტსადოქტორო მოკლევადიანი სტიპენდია და 4 თვის განმავლობაში მუშაობდა ჰამბურგის ზოოლოგიურ მუზეუმში. არის 23 პუბლიკაციის ავტორი, რომელთაგან ცხრამეტი 2010 წლის შემდგომ პერიოდშია გამოქვეყნებული.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

თანასაზოგადოებათა ეკოლოგია (ბიომრავალფეროვნების სტრუქტურა; ლოკალური და გლობალური გავრცელების კანონზომიერებები); ნიშების თეორია და სახეობათაშორისი ურთიერთობები; მოლუსკების, ნიადაგის ტკიპების და სხვა ხმელეთის თუ წყლის უხერხემლო ცხოველთა ჯგუფების  მრავალფეროვნება კავკასიის რეგიონში; ბიოგეოგრაფიული მოდელები.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ბაკალავრიატი

  • აკადემიური წერის ტექნიკები

მაგისტრატურა

  • აკადემიური წერა
  • ბიომრავალფეროვნების რაოდენობრივი კვლევის მეთოდები