საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და საინჟინრო ფაკულტეტის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მალხაზ გიგიბერიამ 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-გეოლოგ-გეოფიზიკოსის სპეციალობით და იმავე წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში, სადაც მუშაობდა 2004 წლამდე. 1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. ხანგრძლივი პერიოდით მივლინებული იყო ექსპერტად ენგურჰესზე და სირიის არაბეთის რესპუბლიკაში მდ. ევფრატზე მშენებარე „ტიშრინის“ ჰიდროკვანძზე. 2004 წლიდან მუშაობდა სეისმური მონიტორინგის ცენტრში გამოყენებითი გეოფიზიკის მიმართულებით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია 2008 წლიდან. გამოქვეყნებული აქვს 47 სამეცნიერო პუბლიკაცია.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • საინჟინრო და გამოყენებითი გეოფიზიკა;
  • კერძოდ არასტანდარტული გეოფიზიკური მეთოდების შემუშავება და რეალიზაცია სხვადასხვა საინჟინრო ამოცანის გადასაჭრელად.

რჩეული პუბლიკაციები

  • Gigiberia M. 2008, Определение параметров трещин по результатам сейсмо-профилирования на насыпных плотинах, Журнал «Гидротехническое строительство», №6, 49-52.
  • Gigiberia M. 2007 Комплексные режимные наблюдения в зоне тектонического разлома на участке г/у Тишрин Журнал «Гидротехническое строительство», №4, с.55-61.
  • Савич А.И. Ильин М.М. Бронштеин В.И. Гигиберия М.Г. 2005 «Геофизический мониторинг основания aрочной плотины Ингури ГЭС». ISSN 0016-9714 Гидротехническое строительство №11, Энергопрогресс. с.38-45.

პუბლიკაციების ვრცელი სია 

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

საბაკალავრო კურსი

  • საინჟინრო და გამოყენებითი გეოფიზიკა
  • ქანების ფიზიკური თვისებების კვლევების კომპლექსი საინჟინრო ამოცანებისათვის

სამაგისტრო კურსი

  • გამოყენებითი გეოფიზიკა

საბაკალავრო კურსი

  • საინჟინრო და გამოყენებითი გეოფიზიკა 2012 სასწავლო წლიდან.

სამაგისტრო კურსი

  • გამოყენებითი გეოფიზიკა 2012 სასწავლო წლიდან.

როგორც ექსპერტი, საზღვარგარეთის ქვეყნებში პერიოდულად მონაწილეობს მსხვილი საინჟინრო ობიექტების გეოფიზიკური მონიტორინგის განხორციელებაში.