საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და საინჟინრო ფაკულტეტის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ნატო ჯორჯიაშვილმა 1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და მიენიჭა გამოყენებითი მათემატიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, 2000 წელს კი დაამთავრა იმავე ფაკულტეტის მაგისტრატურა. 1999 წელს დაიწყო მუშაობა უნივერსიტეტის შემთხვევით პროცესთა თეორიის კათედრაზე ასისტენტის თანამდებობაზე. 2004 წელს დაიცვა დისერტაცია მათემატიკური კიბერნეტიკის განხრით. 2004 წლიდან მუშაობს სეისმოლოგად ჯერ გეოფიზიკის ინსტიტუტში, ხოლო შემდეგ სეისმური მონიტორინგის ცენტრში. 2006 წელს მიიღო იაპონიის მშენებლობის კვლევის ინსტიტუტის ბუნებრივ კატასტროფებთან ბრძოლის მაგისტრის ხარისხი. მას შემდეგ აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო კვლევებში სეისმოლოგიის განხრით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე. გაიარა საერთაშორისო ტრენინგები საფრანგეთსა და იაპონიაში. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა თუ ფორუმებში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია 2008 წელიდან. გამოქვეყნებული აქვს 22 სამეცნიერო პუბლიკაცია საერთაშორისო მაღალრეიტინგულ ჟურნალებში.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

გეოფიზიკა, სეისმოლოგია, კერძოდ გრუნტის რხევის დაცხრომის მოდელების შემუშავება კავკასიის რეგიონისათვის, მიწისძვრების სტატისტიკური ანალიზი, სეისმური საშიშროების ანალიზი და მასთან დაკავშირებული განუზღვრელობის შეფასება.

 რჩეული პუბლიკაციები

  • Coda Wave Attenuation for Three Regions of Georgia (Sakartvelo) using Local Earthquakes, 2011, I. Shengelia, Z.Javakhishvili, and N.Jorjiashvili; BSSA Volume 101-5, October 2011.
  • Assessment of Uncertainties related to seismic hazard using fuzzy analysis. N.Jorjiashvili, T.Yokoi, Z.Javakhishvili. 2010. Natural Hazards. Natural Hazards. Vol.60, 501-515 .
  • Uncertainties in Teleseismic Earthquake Locations: Implications for Real- Time Loss Estimates, 2010, M Wyss, G.Trendafiloski, M Elashvili, N.Jorjiashvili, and Z Javakhishvili, BSSA, v. 101; no. 3; p. 1152-1161.
  • Theory of Connectivity and Apportionment of Representative Activity Chains in the Problem of Decision-Making Concerning Earthquake
  • Possibility. F.Criado, T.Gachechiladze, N.Jorjiashvili, Z.Khvedelidze, H.Meladze, G.Tsertsvadze, G.Sirbiladze. Int. J. of General Systems. vol. 32, #2, pp.103-121, (2003).

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

საბაკალავრო კურსი

  • პრეკალკულუსი
  • კალკულუსი 1
  • მატლაბი 1
  • მატლაბი 2

სამაგისტრო კურსი

  • პროგრამული პაკეტები სეისმოლოგიაში 1

საბაკალავრო კურსი

  • კალკულუსი 1. 2013–2015 წლების გაზაფხულის სემესტრი.
  • მატლაბი 1. 2013–2015 წლების შემოდგომის სემესტრი.
  • მატლაბი 2. 2013–2015 სასწავლო წლების გაზაფხულის სემესტრი.
  • ბუნებრივი კატასტროფების რისკის მენეჯმენტი და GIS აპლიკაციები. 2013–2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი.

სამაგისტრო კურსი

  • პროგრამული პაკეტები სეისმოლოგიაში 1. 2012–2015 წლების შემოდგომის სემესტრი.
  • პროგრამული პაკეტები სეისმოლოგიაში 2. 2012–2014 წლების გაზაფხულის სემესტრი.
  • ზოგადი სეისმოლოგია 1. 2012–2013 წლების შემოდგომის სემესტრი.

  • პრეზიდენტის სტიპენდია (2004-2007).
  • ILP – საერთაშორისო ლითოსფეროს პროგრამის სტიპენდია (2007).
  • ბერკნერის სტიპენდია (2013).
  • ამერიკის გეოფიზიკური საზოგადოების წევრი (2012 წლიდან).