მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი, მოლეკულური ბიოტექნოლოგიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორი

ასოცირებული პროფესორი, ქიმიური  ბიოლოგიის ინსტიტუტი





ნელი დათუკიშვილმა 1979 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ბიოფიზიკის სპეციალიზაციით. 1997 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ბიოლოგიაში თემაზე: “არქეა Sulfolobus acidocaldarius-ის დნმ–პოლიმერაზის გენის კლონირება და სექვენირება”. მუშაობდა მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტში. ამჟამად მუშაობს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში. ატარებდა კვლევებს მოსკოვის ენგელჰარდტის სახელობის მოლეკლური ბიოლოგიის ინსტიტუტში (რუსეთი, 1993-1996), გოდოლოს სასოფლო-სამეურნეო ბიოტექნოლოგიურ ცენტრში (უნგრეთი, 1998) და გენტის სასოფლო-სამეურნეო კვლევით ცენტრში (ბელგია, 2004). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2008 წლიდან. ძირითადი კვლევითი საკითხებია: მცენარეების, საკვებისა და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების (გმო) გენომების მოლეკულური კვლევა; დნმ-დიაგნოსტიკისა და ნანოტექნოლოგიის ახალი მეთოდების შემუშავება მცენარეთა სახეობებისა და გმო-ს დეტექციისათვის.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • მოლეკულური ბიოლოგია და ბიოტექნოლოგია
  • მცენარეთა და საკვები პროდუქტების გენომიკა
  • გენმოდიფიცირებული მცენარეები და საკვები

რჩეული პუბლიკაციები

  • Gabriadze,, Kutateladze, T., Vishnepolsky, B. Karseladze, M., Datukishvili, N. 2014. Application of PCR-based methods for rapid detection of corn ingredients in processed foods. International Journal of Nutrition and Food Sciences, 3 (3): 199-202.
  • Kutateladze,, Gabriadze I., Vishnepolsky, B., Karseladze M., Datukishvili, N. 2013. Development of triplex PCR for simultaneous detection of maize, wheat and soybean. Food control 34: 698-702.
  • Kutateladze, T, Gabriadze I., Datukishvili, N., Karseladze M., Zaalishvili, T. 2013. Screening of genetically modified plants by duplex PCR. Annals of Agrarian Science, 11, n. 1: 76-79.
  • Datukishvili, N. 2012. Detection of genetically modified foods by PCR technology. J. Food Process. Technol. 10. Issue 10:
  • Datukishvili,, Gabriadze I., Kutateladze T., Karseladze M., Vishnepolsky, B. 2010. Comparative Evaluation of DNA Extraction Methods for Food Crops. International Journal of Food Science and Technology  45: 1316-1320.
  • Kutateladze, T, Karseladze M., Gabriadze I., Datukishvili N. 2009. Optimisation of DNA-based Screening Methods for Genetically Modified Organisms. Journal of Biological Physics and Chemistry 9 (2): 73-76.
  • Kutateladze,, Karseladze M., Datukishvili, N. 2007. Detection of Biotechnological Crops in Georgia. Journal of Biotechnology 131S: 37-38.

პუბლიკაციების ვრცელი სია

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • საბაკალავრო კურსი „ბიოტექნოლოგიის პრინციპები“
  • სამაგისტრო კურსი „მიკრობების მოლეკულური ბიოლოგია და ბიოტექნოლოგია“
  • სადოქტორო კურსი „მოლეკულური ბიოტექნოლოგია“
  • სადოქტორო კურსი „გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გენომიკა“
  • სადოქტორო კურსი „გენმოდიფიცირებული საკვების მოლეკულური დიაგნოსტიკა“
  • საბაკალავრო კურსი „ბიოტექნოლოგიის პრინციპები“, 2012-2015 წწ.
  • სადოქტორო კურსი „მოლეკულური ბიოტექნოლოგია“, 2011-2015 წწ.
  • სადოქტორო კურსი „გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გენომიკა“, 2011-2015 წწ.
  • სადოქტორო კურსი „გენმოდიფიცირებული საკვების მოლეკულური დიაგნოსტიკა“, 2011-2015 წწ.
  • სამაგისტრო კურსი „მიკრობების მოლეკულური ბიოლოგია და ბიოტექნოლოგია“, 2010-2015 წწ.
  • სამაგისტრო კურსი „მოლეკულური ბიოლოგიის პრაქტიკუმი“, 2008-2009 წწ.
  • სამაგისტრო კურსი „მოლეკულური ბიოლოგია“, 2007-2009 წწ.
  • სამაგისტრო კურსი „ბიოფიზიკის პრაქტიკუმი“, 2007-2008 წწ.