საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და საინჟინრო ფაკულტეტის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი ბოტანიკის სპეციალობით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტი





ქეთევან ბაცაცაშვილმა 1999 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 2005 წელს ამავე უნივერსიტეტში ბოტანიკაში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ლიქენები – თბილისის ატმოსფეროს დაბინძურების ბიოინდიკატორები. 2001-2005 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის კათედრაზე, ხოლო 2003-2012 წლებში – თბილისის ბოტანიკის ინსტიტუტში (ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტი). ძირითადი კვლევითი საკითხებია: ლიქენებისა და მცენარეების სახეობათა მრავალფეროვნება, მათი გადაშენების რისკის შეფასება, გარემოს ბიოლოგიური მონიტორინგი, ეთნობიოლოგია. გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2008 წლიდან. იყო ბოტანიკის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი. 2013 წლიდან ბოტანიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორია.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • სახეობათა მრავალფეროვნება და ეკოლოგია; სახეობათა პოპულაციების მონიტორინგი; სახეობათა გადაშენების რისკის შეფასება; ეთნობიოლოგია; კავკასიის რეგიონი; მცენარეები, ლიქენები, სოკოები

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ბაკალავრიატი

  • მცენარეები გადაშენების საფრთხის წინაშე (შემოდგომის სემესტრი)
  • კრიპტოგამების (წყალმცენარეები, სოკოები, ლიქენები, ხავსები) მრავალფეროვნება (შემოდგომის სემესტრი)
  • პრაქტიკული კურსი: ტყის კრიპტოგამები (მაკროსოკოები, ლიქენები, ხავსები) (გაზაფხულის სემესტრი)

მაგისტრატურა

  • საქართველოს მცენარეთა მრავალფეროვნება, პროფ. მ. მოსულიშვილთან ერთად (გაზაფხულის სემესტრი)
  • გარემოზე ზემოქმედების შეფასება ბიოინდიკატორების მეშვეობით, პროფ. ბ. ჯაფოშვილთან ერთად (გაზაფხულის სემესტრი)

ბაკალავრიატი

  • კრიპტოგამების (წყალმცენარეები, სოკოები, ლიქენები, ხავსები) მრავალფეროვნება (2015-2016 სასწავლო წლიდან)
  • პრაქტიკული კურსი: ტყის კრიპტოგამები (მაკროსოკოები, ლიქენები, ხავსები) (2014-2015 სასწავლო წლიდან გაზაფხულის სემესტრი)
  • მცენარეები გადაშენების საფრთხის წინაშე (2013-2014 სასწავლო წლიდან შემოდგომის სემესტრი)
  • ლიქენები – ჰაერის დაბინძურების ცოცხალი ინდიკატორები (2009-2013 სასწავლო წლების გაზაფხულის სემესტრი)

მაგისტრატურა:

  • გარემოზე ზემოქმედების შეფასება ბიოინდიკატორების მეშვეობით, პროფ. ბ. ჯაფოშვილთან ერთად (2012-2013 სასწავლო წლიდან გაზაფხულის სემესტრი)
  • საველე პრაქტიკა მცენარეთა ეკოლოგიაში, პროფ. ო. აბდალაძესთან და პროფ. მ. მოსულიშვილთან ერთად (2011-2012 სასწავლო წლიდან გაზაფხულის სემესტრი)
  • საქართველოს მცენარეთა მრავალფეროვნება, პროფ. პროფ. მ. მოსულიშვილთან ერთად (2009-2010 სასწავლო წლიდან გაზაფხულის სემესტრი)

დოქტორანტურა

  • სახეობებსა და ეკოსისტემებზე გარემოს სტრესული ზემოქმედების შეფასება (ბოტანიკური კვლევის ობიექტების მაგალითზე) ( 2009-2012 სასწავლო წლების შემოდგომის სემესტრი)

  • 2007 წლიდან არის ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის (IUCN) კავკასიის მცენარეთა წითელი ნუსხის ჯგუფის პროგრამების ხელმძღვანელი