საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და საინჟინრო ფაკულტეტის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი, მედიცინის მიმართულება, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი





1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 1993 წელს დაიცვა საკანდიდატო, 2002 წელს კი სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი ევროპის საუკეთესო საუნივერსიტეტო ბაზებზე: პოლ საბატიერის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), მარსელის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), პარიზის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), კარლსრუეს უნივერსიტეტი (გერმანია), ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტი (თურქეთი), ანკარას უნივერსიტეტი (თურქეთი), ესსენის უნივერსიტეტი (გერმანია), ედინბურგის განათლების ცენტრი (შოტლანდია).

2006-2009 წწ. მუშაონდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე, ასევე ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარედ. მიღებული აქვს მონაწილეობა საერთაშორისო და ადგილობრივ სტომატოლოგიურ კონფერენციებში, კონგრესებში, ფორუმებსა და ვორქშოპებში. არის 104 სამეცნიერო ნაშრომისა და 5 სახელმძღვანელოს, ეროვნული პროფესიული გაიდლაინის ავტორი.

1999 წლიდან ქეთევან კიღურაძე-გოგილაშვილი არის სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის წევრი, 2009 წლიდან – სტომატოლოგიის საერთაშორისო აკადემიის და პიერ ფოშარის საერთაშორისო სტომატოლოგიური აკადემიის წევრი, ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის წევრი.

2005 წლიდან – საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი. ამავე პერიოდში მისი რედაქტორობით დაარსდა პირველი ქართული სტომატოლოგიური ჟურნალი. 2014 წელს აირჩიეს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტად.

ქეთევან კიღურაძე არაერთი საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და სამეცნიერო პროექტის ავტორია. სტომატოლოგიის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 2010 წელს გადაეცა საერთაშორისო ოქროს მედალი, მიენიჭა პიერ ფოშარის საერთაშორისო სტომატოლიგიური აკადემიის საპატიო წევრის წოდება.

იგი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ კლინიკური ხელმძღვანელი და სარეზიდენტო პროგრამის დირექტორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის დელეგატი, სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეჯის საპატიო წევრი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • მეზენქიმური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის როლის შესწავლა პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ეპითელური კიბოს პათოგენეზში
  • ქიმიოთერაპიული მეთოდისა და მეზენქიმური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის მეთოდის გამოყენების შედარებითი ანალიზი პირის ღრუს ეპითელური კიბოს მკურნალობის დროს ექსპერიმენტში
  • უჯრედული თერაპიის ფონზე მიმდინარე ეპითელიზაციის თავისებურებანი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ქიმიური და მექანიკური დაზიანებების დროს
  • მეზენქიმური ღეროვანი უჯრედების როლი ტკივილის ინტენსივობის და ფიზიკური აქტივობის მახასიათებლებზე პირის ღრუს კიბოს მკურნალობის დროს
  • ადამიანის პაპილომა ვირუსის როლი პირის ღრუს ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის განვითარებაში

რჩეული პუბლიკაციები

  • Cytological Changes of Oral Cavity and of High/Low Risk HPV Detection in Women with Cervical Pathology Health, 2015, 7, 715-722 Published Online June 2015 in SciRes. http://www.scirp.org/journal/healthhttp://dx.doi.org/10.4236/health.2015.76085
  • Pregnancy Gingivitis. International Dental Journal of Science and Art “DentArt’, 3(72). p.59-64, 2013
  • Культивирование стволовых клеток пульпы зубов и мезенхимальных стволовых клеткок костного мозга мышей с использованием аутосыворотки. BECTNIK CTOMATOLOGII, NAUKOVO-PRAKTICHNII 26-28. Odecca 2012 P. 109
  • In Vivo Effects of Bone Marrow Derived Mesenchymal Stem Cells on the Growth of Oral Squamous Cell Carcinoma. 24th International Congress of The Transplantacion Society 15-19 July, 2012 Berlin

წიგნები

  • ენდოდონტია (საფანტომო კურსი) – სახელმძღვანელო, 1998
  • პრაქტიკული ენდოდონტიის საფუძვლები – სახელმძღვანელო, 2003
  • ენდოდონტიის საფუძვლები – სახელმძღვანელო, 2009
  • ბაზისური და კლინიკური ენდოდონტია – სახელმძღვანელო, 2012
  • ბაზისური და კლინიკური პაროდონტოლოგია, 2015

სტატიები ჟურნალებში

  • Лечение гингивита беременных с использованием маей на основе Бентонитов«Клиническая Стоматология», МОСКВА, 2005436 с 34-40;
  • Цитоморфологическая оценка эффективности лечения гингивита беременных с исполъзованием мазей на основе бентонитов, «Пародонтология», Санкт – Петербург, 4(41), 2006 с – 36-42;
  • პაროდონტის დაავადებათა რენტგენოდიაგნოსტიკა, “GSA news”, 2006, #gv.15-23;
  • ენდოდონტიური ინსტრუმენტები და მათი გამოყენების თავისებურებანი,  “GSA news”, 2006, #gv.12-20;
  • კარიესის მკურნალობის მეთოდები და ტექნოლოგიური ევოლუცია, “GSA news”, 2007, # გვ.10-25;
  • თერმაფილის სისტემით კბილის ფესვის არხის დაბჟენის მეთოდები “GSA news”, 2007, #გვ.18-24;
  • Лечение гингивита беременных с ислолъзованием «чудатворной» глины, “Касnииский ортодонтическuй журнал”. 2009;
  • ქალის ორგანიზმში მიდინარე ჰორმონული ცვლილებების გავლენა პირის ღრუს ლორწოვან გარსსა და პაროდონტის ქსოვილებზე. GSA news”, 2010, #გვ.41-45;
  • ალერგიული რეაქციების პრევენცია და მენეჯმენტი სტომატოლოგიაში. “GSA news”, 2012, #14 გვ. 42-48;.
  • ორსულობის გავლენა პირის ღრუს დაავადებათა განვითარებაზე. „ქალთა ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები“. 2012, გვ.30-33;
  • ანაფილაქსიური შოკის მართვის მენეჯმენტი კლინიკურ სტომატოლოგიაში. „აკადემიური მაცნე“, 2013. გვ.5-9.
  • პუბლიკაციების ვრცელი სია

ბოლო 10 წლის განმავლობაში:

  • The Role of Papilloma virus in Oral Squamous Cell Carcinoma(Review) – “Georgian Medical News”, 2012, #12 (213), 32-36.
  • Characterization of Oral Squamos Cell Cancer in Nude Mice Model – “Georgian Medical News”, 2012, #2 (203), 52-57.
  • Characterization of Oral Ulcer and Pathological Scar in Nude Mice Model – “Georgian Medical News”, 2012, #4 (205), 82-87
  • Bone Marrow – Derived mesenchimal stem Cell Plasticity and their application Peripectives, Georgian Medical News”,. 2009
  • ძვლის ტვინის მეზენქიმური ღეროვანი უჯრედების გამოყენება სტომატოლოგიაში „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე”, 2008წ, #3-4. ტ. გვ. 191-195
  • The usage of the prodact of the Italian company “President” from the treament of Intlammatory Diseases of Periodont, “Georgian Medical News”, #7 (136), 2006. p. 39-41
  • Остеопластические материалы в лечении пародонтита, “Georgian Medical News”, 2008 #7-8 (160-161), 2006. p. 21-24
  • Evaluation of Prevalence and severity of gingivitis in pregnant Women in Tbilisi (Georgia), «Annals of Biomedical Research and Education», V.5. issue 1 (July- September), 2005, P.34-36

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • საბაკალავრო კურსი: სახისა და პირის ღრუს ჯანმრთელობა
  • სადოქტორო კურსი: პაროდონტოლოგია და ლორწოვანი გარსის დაავადებები