საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და საინჟინრო ფაკულტეტის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამოქალაქო ინჟინერიის სრული პროფესორი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლა





დოქტორმა კისიმ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი სამოქალაქო ინჟინერიაში მიიღო კუკუროვას უნივერსიტეტში (თურქეთი) 1997 წელს, ჰიდრავლიკის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი – ერჯიესის უნივერსიტეტში (თურქეთი) 1999 წელს, ხოლო დოქტორის ხარისხი – სტამბოლის ტექნიკურ უნივერსიტეტში (თურქეთი) 2003 წელს. მისი საკვლევი სფეროებია: ახალ ალგორითმთა და მეთოდთა შექმნა ჰიდროლოგიური პროგნოზისა და მოდელირების პრობლემისთვის ინოვაციური გადაწყვეტილების პოვნის მიმართულებით; დაგვიანებული ნალექების მოდელირება; ჰიდროლოგიურ ცვლად მოვლენათა – ნალექწარმოქმნის, აორთქლების, გრუნტის წყლების, ტბის დონის – პროგნოზი და შეფასება; ჰიდროინფორმატიკა და ტენდენციათა ანალიზი.
ბატონი კისი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ეროვნულ კვლევით პროექტში; არის რამდენიმე სამაგისტრო და სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი. იგი ასევე გახლავთ რამდენიმე ცნობილი ჟურნალის (მაგ., ჰიდროლოგიური ინჟინერიის ჟურნალი (ASCE), გეოლოგიურ მეცნიერებათა არაბული ჟურნალი, ჰიდრავლიკური ინჟინერიის ISH ჟურნალი, ირიგაციისა და საკანალიზაციო სისტემის, ოსტინის ირიგაციის ჟურნალი) საგამომცემლო საბჭოს წევრიც.
2015 წელს მან შეასრულა მოწვეული რედაქტორის მოვალეობა ჟურნალის სპეციალური ნომრებისთვის, ისეთ თემაზე, როგორიცაა: ცვალებად გარემოში ჰიდროლოგიურ საფრთხეთა – ადრეული დათბობა, პროგნოზი და ზემოქმედების შეფასება (წინსვლა მეტეოროლოგიაში); დოქტორი კისი ასევე მუშაობს მიმომხილველად 80-ზე მეტ ჟურნალში სამეცნიერო შრომების ციტირების ინდექსით ჰიდროლოგიის, ირიგაციის, წყლის რესურსთა და ჰიდროინფორმატიკის დარგებში (მაგ., ASCE ჟურნალი ჰიდროლოგიურ ინჟინერიაში, ASCE ჟურნალი ირიგაციასა და საკანალიზაციო სისტემაში, წყლის რესურსთა კვლევა, ჰიდროლოგიის ჟურნალი, ჰიდროლოგიური პროცესები, ჰიდროლოგიური კვლევა, წყლის რესურსთა მენეჯმენტი, ჰიდროლოგიურ მეცნიერებათა ჟურნალი, ჰიდროინფორმატიკის ჟურნალი, წყლის მეცნიერებები და ტექნოლოგია); იგი არის 200-ზე მეტი მეცნიერული სტატიის, 2 თავის და 24 დისკუსიის ავტორი (Web of Science h ინდექსი = 36, Google Scholar h ინდექსი = 47; Scopus h ინდექსი 40); ამასთან, დოქტორი კისს მიღებული აქვს 2006 წლის საერთაშორისო ჯილდო (Tison Award), რომელიც გაიცა ჰიდროლოგიურ მეცნიერებათა საერთაშორისო ასოციაციის მიერ (IAHS); http://iahs.info/About-IAHS/Competition–Events/Tison-Award/Tison-Award-winners/OKisi.do. „Webometrics“-ის მიხედვით, 2016 წლის მონაცემებით, ის რეიტინგით 51-ეა თურქეთში; კისი ასევე გახლავთ თურქეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (აირჩიეს 2012 წელს); 2017 წლიდან დოქტორი კისი გახლავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ახალ ალგორითმთა და მეთოდთა შექმნა ჰიდროლოგიური პროგნოზისა და მოდელირების პრობლემისთვის ინოვაციური გადაწყვეტილების პოვნის მიმართულებით; ნალექის მოდელირება; ჰიდროლოგიურ ცვლად მოვლენათა –  ნალექწარმოქმნის, აორთქლების, გრუნტის წყლების, ტბის დონის – პროგნოზი და შეფასება; ჰიდროინფორმატიკა და ტენდენციათა ანალიზი.

Kim, S., Kisi, O., Seo, Y., Singh, V.P., Lee, C-J. 2017. ატმოსფერულ ნალექთა აგრეგაციისა და დისაგრეგაციის შეფასება, ჰიდროლოგიური კვლევები, 48(1), 99-116.

Adnan, R.M., Yuan, X., Kisi, O., Anam, R. 2017. მდინარის დინების პროგნოზის სიზუსტის გაუმჯობესება LSSVR-ის გამოყენებით გრავიტაციული კვლევის ალგორითმებით, წინსვლა მეტეოროლოგიაში, სტატია ID 2391621, 23 გვერდი, https://doi.org/10.1155/2017/2391621.

Wang, L., Kisi, O., Zounemat-Kermani, M., Li, H. 2017. პანაორთქლების მოდელირება ექვსი სხვადასხვა ევრისტიკული კომპიუტერული მეთოდის გამოყენებით ჩინეთის სხვადასხვა კლიმატურ პირობებში, ჰიდროლოგიის ჟურნალი, 544, 407-427.

Deo, R.C., Kisi, O., Singh, V.P. 2017. გვალვის პროგნოზი აღმოსავლეთ ავსტრალიაში მრავალი ცვალებადი რაოდენობის ადაპტური რეგრესული სპლაინის გამოყენებით, ატმოსფერული კვლევა, 184, 149-175.

Yaseen, Z.M., Jaafar, O., Deo, R.C., Kisi, O., Adamowski, J., Quilty, J., Elshafie, A. 2016. წყლის ჩადინების პროგნოზი: სემი-არიდულ რეგიონთა კვლევა ერაყში, ჰიდროლოგიური ჟურნალი, 542, 603-614.

Seo, Y., Kim, S., Kisi, O., Singh, V.P., Parasuraman, K. 2016. მდინარის დონის პროგნოზი, წყლის რესურსთა მენეჯმენტი, 30(11), 4011-4035.

Kisi, O. 2016. აორთქლება-ტრანსპირაციის მოდელირება სამი სხვადასხვა ევრისტიკული რეგრესიული მიდგომის გამოყენებით, სასოფლო-სამეურნეო წყლის მენეჯმენტი, 169, 162-172.

Kisi, O., Parmar, K.S. 2016. ვექტორულ მანქანათა და მრავალი ცვალებადი რაოდენობის ადაპტური რეგრესული სპლაინის მოდელთა გამოყენება მდინარის წყლის დაბინძურების გრძელვადიანი პროგნოზისთვის J. of Hydrolog, 534, 104–112.

Kisi, O., Sanikhani, H. 2015. გრძელვადიან თვიურ ტემპერატურათა მოდელირება რამდენიმე მონაცემზე დაფუძნებულ მეთოდთა გამოყენებით, კლიმატოლოგიის საერთაშორისო ჟურნალი, 35(13), 3834-3846.

Kisi O. 2015. მდინარეებსა და ზღვებში დინებათა ჩადინების პროგნოზი, წყლის რესურსთა მენეჯმენტი, 29, 5109-5127.

Kisi, O. 2015. პანაორთქლების მოდელირება ვექტორულ მანქანათა, მრავალი ცვალებადი რაოდენობის ადაპტური რეგრესული სპლაინის და M5 მოდელირების ხის გამოყენებით, ჰიდროლოგიის ჟურნალი, 528, 312–320.

პუბლიკაციების ვრცელი სია

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი