მცენარეთა მეტაბოლომიკის მიმართულებით (Plant Metabolomics) ასისტენტ- პროფესორი
1999 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრიატი ბიოლოგიის სპეციალობით, 2001 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო კურსი სპეციალობით „მცენარეთა ფიზიოლოგია“. 2006 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტში თემაზე „ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმის როლი ნეიროდეგენერაციული პროცესების ინიციაციაში“. 2006 წლიდან მუშაობს ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ბიოქიმიის განყოფილებაში, 2011 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერ მკვლევარად, 2022 წლიდან კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორია „მცენარეთა მეტაბოლომიკის“ მიმართულებით, მისი კვლევის ძირითადი სფეროა, მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები, მიტოქონდრიების დისფუნქცია და ბიოენერგეტიკა. კვლევას აწარმოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტში.
პუბლიკაციების ვრცელი სია
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
ბიოქიმია; სიცოცხლის ქიმია: ზოგადი და ბიო-ორგანული ქიმიის ძირითადი პრინციპები; დიეტოლოგიის მოლეკულური საფუძვლები; სამაგისტრო ნაშრომი (გამოყენებითი ბიოქიმია და ბიოტექნოლოგია) მცენარეთა ფიზიოლოგია; ალკოჰოლური სასმელების ბიოტექნოლოგია; პრობიოტიკები და პრებიოტიკები; სამაგისტრო ნაშრომი (გამოყენებითი ბიოქიმია და ბიოტექნოლოგია) |
„ცილები-მრავალფუნქციური მოლეკულები“ სემინარი, შემოდგომის სემესტრი 2014-2015-დან |
6 სამაგისტრო თემის ხელმძღვანელი