პროფესორი, მოლეკულური ბიომეცნიერებების მიმართულებით
რევაზ სოლომონიამ (დაბადების თარიღი – 28.05.1956) 1978 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალიზაციით ბიოქიმია. 1978-1982 წლებში სწავლობდა ქ. მოსკოვის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1983 წელს ქ. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1982 წლიდან დღემდე არის ივ. ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის (მაშინდელი ივ. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი) თანამშრომელი სხვა პოზიციების პარალელურად.
რ. სოლომონიამ 1985-1985 წლებში გაიარა 1-წლიანი ტრენინგი უნგრეთში, ქ. სეგედის ბიოლოგიური კვლევების ცენტრში.
1992 წელს რ.სოლომონიამ მიიღო ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1994-1996 წლებში მუშაობდა კემბრიჯის უნივერსიტეტის ზოოლოგიის კათედრაზე wellcome trust fellowshipით. 1997 წელს მიიღო ისევ wellcome trust fellowship ფიზიოლოგიის ინსტიტუტისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის განსახორციელებლად, ხოლო 1999 წელს იგივე ორგანიზაციის დაფინანსებით მუშაობდა კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიოქიმიის კათედრაზე. შემდგომ წლებში მოიპოვა ინგლისის სამეფო აკადემიის 2 გრანტი ფიზიოლოგიის ინსტიტუტის და კემბრიჯის უნივერსიტეტის თანამშრომლობისათვის.
2000-2005 წლებში რ. სოლომონია ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების ლაბორატორიის გამგე და სრული პროფესორია.
2006 წლიდან დღემდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი და ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორია. რ. სოლომონია შეთავსებით არის ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ბიოქიმიური ნეიროფარმაკოლოგიის გამგე.
რ. სოლომონიას მიღებული აქვს 20 საერთაშორისო კვლევითი გრანტი. გამოქვეყნებული აქვს 90 სტატია, აქედან – 45-ზე მეტი საერთაშორისო იმპაქტფაქტორიან ჟურნალებში. 2017 წელს მიღებული აქვს ევროპის ბიოქიმიურ საზოგადოებათა ფედერაციის ეროვნული ლექტორის ჯილდო თურქეთის ბიოქიმიურ საზოგადოების ყრილობაზე პლენარული ლექციისათვის. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 20-ზე მეტი სადოქტორო დისერტაცია.
რ.სოლომონიას სამეცნიერო კვლევების სფეროს განეკუთვნება: მოლეკულური ნეირობიოლოგია და მოლეკულური მიკრობიოლოგია
რჩეული პუბლიკაციები
პუბლიკაციების ვრცელი სია
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
|
2020-2021 წელი საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
სადოქტორო საფეხური
2019-2020 წელი საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
სადოქტორო საფეხური
2018-2019 წელი საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
სადოქტორო საფეხური
2017-2018 წელი საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
სადოქტორო საფეხური
2016-2017 წელი საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
2015-2016 წელი საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
2014-2015 წელი საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
სადოქტორო საფეხური
2013-2014 წელი საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
2012-2013 წელი საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
სადოქტორო საფეხური
2011-2012 წელი საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
სადოქტორო საფეხური
2009-2010 წელი სამაგისტრო საფეხური
|