საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და საინჟინრო ფაკულტეტის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი, მათემატიკა (ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებები), სრული პროფესორი

ლექტორი





სულხან მუხიგულაშვილი დაიბადა 1967 წლის 20 ივნისს ქ. თბილისში. ფიზიკისა და მათემატიკის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინა სკოლაში სწავლის ბოლო წლებში. 1984 წელს თბილისის N 23 სკოლის დამთავრებისთანავე გახდა თსუ-ის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1991 წელს, ჩააბარა ასპირანტურაში ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტში პროფესორ ი. კიღურაძესთან ჩააბარა, ხოლო 1999 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. პროფ. ი. კიღურაძე ხშირად დადიოდა უცხოეთში ხანგრძლივი მივლინებებით და ამ დროს თსუ-ის ფიზიკისა და მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტებზე თავისი ლექციების ჩატარებას სხვა მოსწავლეებთან ერთად, ს. მუხიგულაშვილსაც ავალებდა. ეს იყო მისთვის სტუდენტებთან მუშაობის პირველი გამოცდილება; 2000-2002 წლებში მეცნიერული თანამშრომლობის მიზნით ხანგრძლივი ვიზიტებით იმყოფებოდა იტალიის ქ. უდინესა და ჩეხეთის ქ. ბრნოს უნივერსიტეტებში. 2003 წელიდან მოყოლებული რეგულარულად თანამშრომლობს ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომლებთან, 2005 წლიდან ამ ინსტიტუტის უცხოელი თანამშრომლის პოზიცია მიიღო. 2006 წლიდან დღემდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არასრული პროფესორია. ს. მუხიგულაშვილი, როგორც მიწვეული ლექტორი, ჩეხურ ენაზე ლექციებს კითხულობდა ქ. ბრნოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტშიც. გარდა პედაგოგიური და მეცნიერული საქმიანობისა, ის თარგმნის ჩეხურიდან ნათარგმნი აქვს ხუთი მხატვრული ნაწარმოები.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ჩვეულებრივი დიფერენციალური და ფუნქციონალურ-დიფერენციალური განტოლებები

რჩეული პუბლიკაციები

  1. On two-point boundary value problems for two-dimensional differential systems with singularities. Georgian Math. J. 10(2003), No.3, 595-602.
  2. On One Estimate For A Periodic Functions (with R.Hakl). Georgian Math. J. 12(2005), No.1, 97-114.
  3. On periodic solutions of two-dimensional nonautonomous differential systems (with I. Kiguradze). Nonlinear Anal. 60A(2005), No.2, 241-256.
  4. On A Periodic Boundary Value Problem For Cyclic Feetback Type Linear Functional Differential Systems. Archiv der Mathematik, 87(2006), 255-260.
  5. The Dirichlet BVP The second Order Nonlinear Ordinary Differential Equation At Resonance. Italian J. Of Pure and Appl. Math., 2011, No. 28, pp. 177-204.
  6. On a periodic problem for higher-order differential equations with a deviating argument (with N. Partsvania and B. Puza). Nonlinear Analysis. 74 (2011), 3232-3241.
  7. On two-point boundary value problems for higher order functional differential equations with strong singularities (with N. Partsvania). Mem. Differential Equations Math. Phys. 54 (2011), 134-138.
  8. The mixed BVP for second order nonlinear ordinary differential equation at resonance. Math. Nachr. 290, No. 2–3, 393–-400 (2017).

პუბლიკაციების ვრცელი სია

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  1. მათემატიკური ანალიზი II (2012-2018, გაზაფხულის სემესტრი, ბაკალავრიატი)
  2. ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებები (2015-2018, გაზაფხულის სემესტრი, ბაკალავრიატი)
  3. კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორია (2015-201, გაზაფხულის სემესტრი, ბაკალავრიატი)
  4. არაწრფივი ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებები (2013-2018, გაზაფხულის სემესტრი მაგისტრატურა)
  5. ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებები (2017-2018, გაზაფხულის სემესტრი, დოქტორანტურა)
  6. ფუნქციათა თეორია (2017-2018, გაზაფხულის სემესტრი, დოქტორანტურა)
  1. მათემატიკური ანალიზი II (2012-2018, გაზაფხულის სემესტრი, ბაკალავრიატი)
  2. ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებები (2015-2018, გაზაფხულის სემესტრი, ბაკალავრიატი)
  3. კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორია (2015-2018, გაზაფხულის სემესტრი, ბაკალავრიატი)
  4. არაწრფივი ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებები (2013-2018, გაზაფხულის სემესტრი მაგისტრატურა)
  5. წრფივი ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებები (2013-2015, გაზაფხულის სემესტრი, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა)
  6. ფუნქციათა თეორია II (2010-2014, გაზაფხულის სემესტრი, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა)
  7. მათემატიკური ანალიზი III (2009, გაზაფხულის სემესტრი, ბაკალავრიატი)
  8. მათემატიკური ანალიზი I (2006- 2011, გაზაფხულის სემესტრი, ბაკალავრიატი)
  9. დისკრეტული მათემატიკა (2006-2009, გაზაფხულის სემესტრი, ბაკალავრიატი)