ასოცირებული პროფესორი, გლაციოლოგიაში
2016 წლიდან არის გეოგრაფიის დოქტორი გლაციოლოგია-გეომორფოლოგიის მიმართულებით. 2006-2018 წლებში მუშაობდა თსუ გეოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერის თანამდებობაზე, ხოლო 2018-2020 წლებში უფროსი მეცნიერის თანამდებობაზე. 2014-2015 წლებში სტაჟირება გაიარა აშშ-ში, მეინის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების ინსტიტუტში; 2015-2017 წლებში კანადაში, ჩრდილოეთ ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში; 2018 წელს შვეიცარიაში, ციურიხის უნვერსიტეტში; ხოლო 2019 წელს ავსტრალიაში, მონაშის უნივერსიტეტში. 2019 წლიდან მუშაობს მეორე სადოქტორო დისერტაციაზე ახალ ზელანდიაში, ანტარქტიკის კვლევით ცენტრში. არის მსოფლიო მყინვარების მონიტორინგის ცენტრისა და კრიოსფერული მეცნიერებების საერთაშორისო ასოციაციის ოფიციალური კორესპონდენტი საქართველოში; GLIMS-ის (Global Land Ice Measurements from Space) წარმომადგენელი კავკასიაში; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს წევრი; ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო საზოგადოების წევრი და თანადამფუძნებელი. 2014 წელს დაჯილდოვდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით. 2016 წელს მიენიჭა წინანდლის პრემია საბუნებისემტყველო მეცნიერებათა დარგში. 2017 წელს გახდა საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი. 2017-2021 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების სტიპენდიანტი. არის ათეულობით სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. მონაწილეობა აქვს მიღებული საველე კვლევებში კავკასიონის ორივე ფერდობზე, კანადის კლდოვან მთებსა და ახალი ზელანდიის სამხრეთის ალპებში.
მთის მყინვარების გლაციო-გეომორფოლოგიური შესწავლა თანამედროვე კლიმატის ცვლილების ფონზე;
მყინვარების კარტოგრაფირება გეოსაინფორმაციო სისტემების და დისტანციური ზონდირების გამოყენებით;
გვიან მეოთხეული და მცირე გამყინვარების რეკონსტრუქცია კოსმოგენური ნაფენების დათარიღებით.
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
სალექციო კურსი გლაციოლოგიაში. გაზაფხულის სემესტრი. საბაკალავრო/სამაგისტრო საფეხური. |
სალექციო კურსი გლაციოლოგიაში. 2018-2019 წწ შემოდგომის სემესტრი. სამაგისტრო საფეხური. |