ასისტენტ- პროფესორი, მოლეკულური ნეირობიოლოგიის მიმართულებით
ლია წვერავამ 2009 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოცხალი სამყაროს შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატი ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგიკის სპეციალობით. 2012 წელს – მაგისტრატურა მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალობით.
2019 წელს მიენიჭა სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2017-დან 2024 წლამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარია. 2018 წლიდან – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი.
გამოქვეყნებული აქვს 13 სამეცნიერო სტატია საერთაშორისო ჟურნალებში, იყო 8 საგრანტო პროექტის მონაწილე, ჰქონდა ახალგაზრდა მეცნიერთა გრანტი.
გამარჯვებულია პროექტისა „რუსთაველის ფონდის პრემია მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის“. იყო წინანდლის პრემიის ნომინანტი. ხელმძღვანელობდა 10 სამაგისტრო და 2 საბაკალავრო ნაშრომს. მონაწილეობდა რამდენიმე სამეცნიერო კონფერენციაში, ფორუმსა და ტრენინგში.
რჩეული პუბლიკაციები
პუბლიკაციების ვრცელი სია
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
|
|