საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და საინჟინრო ფაკულტეტის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეთნობიოლოგიისა და ეკოლოგიის სრული პროფესორი,საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი

ეთნობიოლოგიისა და სოციო-ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი





ზაალ კიკვიძემ 1978 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი.1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მემბრანების ბიოლოგიის განხრით თემაზე: „ნატრიუმ-კალიუმ-ატეფაზის ფუნქციური რეგულაცია“. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიისა და შემდეგ ბოტანიკის ინსტიტუტში, ასევე – საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ინსტიტუტში. გაიარა ეკოლოგიური განათლების კურსი გლაზგოს სტრათკლაიდის უნივერსიტეტის ჯორდანჰილის კოლეჯში (დიდი ბრიტანეთი). 1993 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ზოგად ბიოლოგიაში თემაზე: „ბიოლოგიური სისტემების სტრუქტურული და ფუნქციური ოპტიმიზაცია“. ატარებდა პოსტსადოქტორო კვლევებს ჩიბას უნივერსიტეტში (იაპონია) და არიდული ზონების ექსპერიმენტულ სადგურში (ალმერია, ესპანეთი), იყო ტოკიოს უნივერსიტეტის (იაპონია) ასოცირებული პროფესორი.
კვლევის ძირითადი მიმართულებებია: მცენარეთა ეკოლოგია, მათი სახეობრივი მრავალფეროვნება და გეოგრაფიული განაწილებები ეკოლოგიურ გრადიენტებზე, სახეობათა თანაცხოვრების წესები და ორგანიზმთა შორის ურთიერთქმედება, ეკოლოგიური განათლება, ეთნობოტანიკა, ეთნო-ეკოლოგია და სოციო-ეკოლოგია. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო, პედაგოგიური და სამეცნიერო-პოპულარული შრომა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობს 2006 წლიდან, 2012 წლიდან არის ეკოლოგიის პროფესორი, ხოლო 2015 წლიდან – ეთნო-ბიოლოგიისა და სოციო-ეკოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, მიჰყავს კვლევითი პროექტები ბოტანიკის ინსტიტუტში.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • ბიოლოგიური მრავალფეროვნება და ეკოლოგიური ურთიერთობები ეკოსისტემების ორგანიზაციის სხვადასხვა დონეზე
  • ადამიანისა და ველური ბუნების ურთიერთობების სოციო-ეკოლოგიური და ეთნო-კულტურული ანალიზი
  • მეცნიერების სხვადასხვა დარგის ურთიერთობები ინტერდისციპლინურ კვლევებში
  • ურთიერთკავშირი ბიოლოგიურ და კულტურულ მრავალფეროვნებებს შორის

რჩეული პუბლიკაციები
● Hengky, S. H., & Kikvidze, Z. (2018). Tourism sustainability in the Bogor Botanical Gardens, Indonesia.Urban Forestry & Urban Greening, 30, 8-11.
● Bussmann, R. W., Batsatsashvili, K., Kikvidze, Z., Khutsishvili, M., Maisaia, I., Sikharulidze, S., … & Zambrana, N. Y. P. (2017).Ethnobotany of the Caucasus–Georgia.Ethnobotany of the Caucasus, 47-63.
● Bussmann, R. W., Zambrana, N. Y. P., Sikharulidze, S., Kikvidze, Z., Kikodze, D., Tchelidze, D., … & Hart, R. E. (2016). A comparative ethnobotany of Khevsureti, Samtskhe-Javakheti, Tusheti, Svaneti, and Racha-Lechkhumi, Republic of Georgia (Sakartvelo), Caucasus. Journal of ethnobiology and ethnomedicine, 12(1), 43.
● Kikvidze, Z., & Tevzadze, G. (2015). Loss of traditional knowledge aggravates wolf–human conflict in Georgia (Caucasus) in the wake of socio-economic change. Ambio, 44(5), 452-457.
● Kikvidze, Z., Brooker, R. W., Butterfield, B. J., Callaway, R. M., Cavieres, L. A., Cook, B. J., … & Anthelme, F. (2015). The effects of foundation species on community assembly: a global study on alpine cushion plant communities. Ecology, 96(8), 2064-2069.
● Kikvidze, Z. (2013, October). Secondary biodiversity and agriculture: definitions and threats from global change. In Abstracts of the International Conference on Agriculture (ICA 2013). UPN” Veteran”.
წიგნები
● კიკვიძე ზ., თევზაძე გ. 2015. ევოლუცია: როგორ მივყავართ სიცოცხლის ახალ განსაზღვრებას სოციალური ქცევით გადარჩევის თეორიამდე. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი
● კიკვიძე, ზ. 1998. ეკოლოგია: დიადი ალგორითმი. გამომცემლობა „სკოლა“, თბილისი

პუბლიკაციების ვრცელი სია

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

O853 ბიოცენოზები: ურთიერთობები ორგანიზმებს შორის და მათი სივრცეში განაწილება;
2018 წლის გაზაფხულის სემესტრი,
სამაგისტრო კურსი

N912 სოციო-ეკოლოგიური სისტემები: ბიორესურსები და ადამიანი;
2017-2018 წლის შემოდგომის სემესტრი,
სამაგისტრო კურსი

O853 ბიოცენოზები: ურთიერთობები ორგანიზმებს შორის და მათი სივრცეში განაწილება;
2017 წლის გაზაფხულის სემესტრი,
სამაგისტრო კურსი