პროფესორ-ემერიტუსი, ნეიროანატომიის მიმართულებით
მზია ჟვანიამ 1972 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით – „ციტოლოგია და ჰისტოლოგია“, 1975 წელს – თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი სპეციალობით – “ფრანგული ენა“, 1978 წელს კი – სსრკ სამედიცინო აკადემიის ტვინის ინსტიტუტის (მოსკოვი) ასპირანტურა სპეციალობით „ნეიროანატომია. თავის ტვინის ულტრასტრქტურა“. 1980 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „თავის ტვინის პროექციულ და ასოციაციურ ველებში პროექციული, ინტრაჰემისფერული და ინტერჰემისფერული კავშირების სინაფსოარქიტექტონიკა“, 1996 წელს კი – სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ჰიპოკინეზიის ფორმების გავლენა ვირთაგვას თავის ტვინის ლიმბური, ექსტრაპირამიდული და ნეოკორტიკალური უბნების აღნაგობაზე“. მუშაობდა ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში და ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში. სხვადასხვა დროს მონაწილეობდა ტრენინგებსა და კვლევებში პრაღის უნივერსიტეტში (ელექტრონულ-მიკროსკოპული იმუნოციტოქიმია), ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის ტვინის ინსტიტუტში (ელექტრონული მიკროსკოპია), ფინეთის კუოპიოს უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში (ეპილეფსიის კვლევები), აშშ-ის აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტში (მოლეკულური ნეიროენდოკრინოლოგიის დეპარტამენტი). ძირითადი კვლევითი საკითხებია: თავის ტვინის ნატიფი აღნაგობა ნორმისა და პათოლოგიების დროს (ეპილეფსიის სხვადასხვა ფორმის ეფექტი, სხვადასხვა ადიქციური ნივთიერების ქრონიკული მოხმარების მყისიერი და შორეული ეფექტები, სტრესის და ჰიპოკინეზიის სხვადასხვა ფორმის ეფექტი), და ნეირონში სეკრეტორული პროცესების მოლეკულური და ნანოთავისებურებები. გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი სამეცნიერო შრომა. მოწვეული პროფესორია საქართველოს უნივერსიტეტებში, ასევე არის აშშ-ის ვურსტერის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტის აფილირებული წევრი.
რჩეული პუბლიკაციები
• Mzia G. Zhvania, Nadezhda J. Japaridze, Mariam G. Qsovreli, Vera G. Okuneva, Arkadi G. Surmava, Tamar G. Lordkipanidze. Electron Microscopic Morphometry of Isolated Rat Brain Porosome Complex. Neuroscience Research, 2015 (Accepted for Publication).
• Mzia G. Zhvania, Tamar Z. Bikashvili, Nadezhda J. Japaridze, Ilia I. Lazrishvili, Mariam Ksovreli. White noise and neuronal porosome complex: transmission electron microscopic study. DISCOVERIES 2014, Jul-Sep, 2(3): e25. DOI: 10.15190/d.2014.17.
• Mzia G. Zhvania, Nadezhda J. Japaridze, Mariam G, Qsovreli, Vera G. Okuneva, Arkadi G. Surmava, Tamar G. Lordkipanidze. The Neuronal Porosome Complex in Mammalian Brain: A Study Using Electron Microscopy. Chapter: NanoCellBiology: Multimodal Imaging in Biology and Medicine. Editors: Jena B.P., Taatjes D.J. Pan Stanford Publishing Pte. Ltd. (Cover: Neuronal Porosome Complex) (2013 September), 45-55.
• Kotaria N, Kiladze M, Zhvania MG, Japaridze NJ, Bikashvili T, Solomonia RO, Zhvania M, Bolkvadze T. The protective effect of Myo-inositol on hippocampal cell loss and structural alterations in neurons and synapses triggered by kainic acid-induced status epilepticus, Cellular & Molecular Neurobiol. 2013, 33, 5, 659-671.
• Lordkipanidze T, Bikashvili T, Japaridze N, Zhvania M. The Effect of kainic acid on hippocampal dendritic spine motility at the early and late stages of development, Micron (2013), 49, 28-32.
• Japaridze NJ, Okuneva VG, Qsovreli MG, Surmava AG, Lordkipanidze TG, Kiladze MT, Zhvania MG. Hypokinetic stress and neuronal porosome complex in the rat brain: the electron microscopic study. Micron, 2012, 43, 9, 948-954.
• Zhvania MG, Chilachava LR, Japaridze NJ, Gelazonia LK, Lordkipanidze TG. Immediate and persisting effect of toluene chronic exposure on hippocampal cell loss in adolescent and adult rats. Brain Res. Bull. 2012, 87, 2, 187-192.
• Cho WJ, Lee JS, Zhang L, Ren G, Shin L, Manke CW, Potoff J, Kotaria N, Zhvania MG, Jena BP. Membrane-directed molecular assembly of the neuronal SNARE complex. J. Cell Mol Med. 2011,15, 1 13-17.
• Cho WJ, Jeremic A, Rognlien KT, Zhvania MG, Lazrishvili I, Tamar B, Jena BP.Structure, isolation, composition and reconstitution of the neuronal fusion pore. Cell Biol Int 2004, 28, 10, 699-708.
წიგნები
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
სადოქტორო საფეხური
|
2020-2021 წელი საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
სადოქტორო საფეხური
2019-2020 წელი საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
სადოქტორო საფეხური
2018-2019 წელი საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
სადოქტორო საფეხური
2017-2018 წელი საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
სადოქტორო საფეხური
2016-2017 წელი საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
სადოქტორო საფეხური
2015-2016 წელი საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
სადოქტორო საფეხური
2014-2015 წელი საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
სადოქტორო საფეხური
2013-2014 წელი საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
სადოქტორო საფეხური
2012-2013 წელი საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
სადოქტორო საფეხური
2011-2012 წელი საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
სადოქტორო საფეხური
2011-2011 წელი სამაგისტრო საფეხური
2009-2010 წელი საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
|