ასისტენტ- პროფესორი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიის მიმართულებით
მედეა ზირაქაშვილმა 2003 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და რეზიდენტურაში განაგრძო სწავლა ბავშვთა ნევროლოგიის, ხოლო შემდეგ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიის მიმართულებით. 2012 წლამდე მუშაობდა იაშვილის კლინიკის ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტის ბავშვთა ნევროლოგად, შემდეგ განაგრძო მუშაობა როგორც ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრმა.
2008 წელს ჩვილი იესოს სახელობის რომის პედიატრიული კლინიკის (იტალია) ნეიროფსიქიატრიულ განყოფილებაში პროფესორ სტეფანო ვიკარის სუპერვიზიით გაიარა სტაჟირება და კვალიფიკაციის ამაღლების კურსი.
მედეა ზირაქიშვილი საქართველოში პირველი ფსიქოდიაგნოსტიკოსია, რომელმაც 2010 წელს ქ. კემბრიჯში (დიდი ბრიტანეთი) აიღო ოფიციალური ლიცენზია აუტიზმის სადიაგნოსტიკო დაკვირვების სქემის (ADOS) ოთხივე მოდულის გამოყენებაზე კლინიკურ პრაქტიკაში. 2020 და 2024 წლებში კი – იგივე ტესტის განახლებული ვერსიის (ADOS-2) ჩატარების ლიცენზია კალიფორნიის სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში (აშშ) ამავე ტესტის ერთ-ერთი ავტორის, პროფესორ სომერ ბიშოპის ხელმძღვანელობით.
2009 წლიდან ჩართულია სხვადასხვა სამეცნიერო კვლევაში, რომლებიც ხელს უწყობს ნეიროგანვითარებითი დარღვევებისა და ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა მნიშვნელოვანი საკითხების ცნობადობის ამაღლებას, კვლევისა და კლინიკური პრაქტიკის თანამედროვე მეთოდების დანერგვას. მისი მონაწილეობით ჩატარებული კვლევები საფუძვლად დაედო არაერთი ინსტრუმენტის გამოყენებასა და ვალიდაციას საქართველოში.
20017-22 წლებში იყო მოწვეული ექსპერტი აუტიზმის სერვისების გაუმჯობესების პროექტში, რომელსაც ახორციელებდა ჩეხეთის კარიტასი საქართველოში.
2018 წელს იყო The Donald J. Cohen პროგრამის სტიპენდიატი.
2020 წელს დარგის სხვა ექსპერტებთან ერთად ჩართული იყო აუტიზმის მქონე პირების სერვისების სტანდარტის შექმნაში, რომელიც დამტკიცებულია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.
2015 წლიდან მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმას ერთ-ერთი დამფუძნებელი, კლინიკური დირექტორი და თანამედროვე კვლევითი ინსტრუმენტების, თერაპიული სერვისების მიწოდებისა და დიაგნოსტიკის უახლესი მეთოდების დანერგვის და გამოყენების ინიციატორია.
2024 წლიდან მეხიკოს უნივერსიტეტის მედიცინის სკოლასთან (აშშ) გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში საქართველოში ინერგება ECHO მოდელი. მედეა საქართველოს HUB-ის აქტიური წევრია. პროექტი ფარავს პირველადი ჯანდაცვის 50 დაწესებულებას. მოდელის დანერგვის მიზანია ოჯახის ექიმების გაძლიერება, განვითარების პრობლემების, მათ შორის აუტიზმის ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვების, ადრეული ამოცნობა და სახელმწიფო სერვისებში რეფერალი.
2023 წლის მაისში მედეა ზირაქაშვილმა ილიას უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „აუტიზმის ეპიდემიოლოგია და გამოსავლის პრედიქტორები საქართველოში“ და მოიპოვა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
|