სამართლის სკოლის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გიორგი პაპუაშვილმა 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. 1996-1997 წლებში სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ქ. ბუდაპეშტი) პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე და მიენიჭა პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი (MA). 2000 წელს დაამთავრა ვაშინგტონის უნივერსიტეტი (აშშ) იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხით (LLM). 1994 წელს იყო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1997-1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის აპარატის უფროსი. 2000-2004 წლებში იყო „ღია საზოგადოება-საქართველოს“ კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორი. 2004 -2005 წლებში ეკავა საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობა. 2005-2006 წლებში იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. 2006 წლიდან დღემდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა. 2007-2015 წლებში იყო ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის წევრი. 2009 წლიდან დღემდე ჟურნალ „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვის“ სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარეა. 2014 წლიდან კი – ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის მოქმედი თავმჯდომარეა. ამავე დროს, არის „კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენციის“ ბიუროს წევრი. „ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის“ გენერალური ასამბლეის წევრია 2015 წლიდან. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორია 2012 წლიდან.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

საჯარო სამართალი

  • 100-ზე მეტი სტატია საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე დამოუკიდებელ გაზეთში „რეზონანსი“. თბილისი, საქართველო, 1995-1996 წლები;
  • „პოლიტიკური პარტიების შესახებ“ საქართველოს ახალი ორგანული კანონის სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტები; #6 ბიულეტენი, საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი, 1998 წელი;
  • „ქონების რესტიტუცია საქართველოში: პრობლემები და პერსპექტივები“. „ალმანახი“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამომცემლობა, 1998 წელი;
  • „კონსტიტუციური განვითარება საქართველოში: რეალობა და მოლოდინები“, #14 ბიულეტენი, საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი, 1999 წელი;
  • „ლუსტრაციის მექანიზმები ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში და მისი განხორციელების პერსპექტივები საქართველოში“, ქართული სამართლის მიმოხილვა, გამომცემლობა TACIS-GEPLAC, 2000 წელი;
  • „ებრძოლე კორუფციას“; ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ახალი ამბები, 2001 წელი;
  • „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუცია 90 წლის გადასახედიდან“. ევროპის საჯარო სამართალი, ტომი 18, გამ. 2, 2012 წელი;
  • „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის რეტროსპექტივა“. ტომი 13, გამ. 1, 2012 წელი.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი