სამართლის სკოლა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი, საჯარო სამართლის მიმართულებით





1995 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.

1996-1997 წლებში, როგორც ფონდ ღია საზოგადოების პროგრამის გამარჯვებული, სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში/CEU (ქ. ბუდაპეშტი) პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე და მიენიჭა პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი (MA).

1999-2000 წლებში, როგორც ამერიკის კონგრესის ე. მასკის პროგრამის გამარჯვებული, სწავლობდა ამერიკის უნივერსიტეტში (ქ. ვაშინგტონი) და მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი (LLM).

2016 წელს მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

1997-1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი და აპარატის უფროსი.

2000-2004 წლებში იყო ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველო“-ს სამართლის უზენაესობის პროგრამის დირექტორი.

2004 -2005 წლებში ეკავა საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობა.

2005-2006 წლებში იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

2006-2016 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე.

2007-2015 წლებში იყო ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის წევრი.

გიორგი პაპუაშვილი 2012 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სრული პროფესორია, ხოლო 2023 წლის ივლისიდან არჩეულია ამავე სკოლის დეკანად.

გარდა აკადემიური საქმიანობებისა 2016 წლიდან იგი არის საერთაშორისო კონსულტანტი/მრჩეველი სამართლის უზენაესობის, სამართლებრივი და სასამართლო რეფორმების და ანტიკორუფციულ სფეროებში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტების ფარგლებში (ევროპის კავშირი, გაერო, ევროპის საბჭო, ვენეციის კომისია ეუთო, მსოფლიო ბანკი და ა. შ).

გიორგი პაპუაშვილი არის რიგი სამეცნიერო ნაშრომის, გამოცემებისა და მოხსენებების ავტორი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

საჯარო სამართალი, საკონსტიტუციო სამართალი, ადამიანის უფლებები, საერთაშორისო სამართალი, სამართლის უზენაესობა

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ადამიანის უფლებების სამართალი

საქართველოს კონსტიტუციური სამართალი (სახელმწიფო მოწყობა)