სამართლის სკოლის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გიორგი ვაშაკიძემ 2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით. 2007 წელს მიიღო ჰამბურგის უნივერსიტეტის (გერმანია) სამართლის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ბიზნესსამართალში (LL.M, summa cum laude), ხოლო 2008 წელს – ჰამბურგის ევროპული კოლეჯის ევროპისმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი (MES, magna cum laude). 2006-2011 წლებში საქართველოს პრეზიდენტის, ჰამბურგის უნივერსიტეტის და ალფრედ ტოპფერის ფონდის კვლევითი სტიპენდიით იმყოფებოდა მაქს-პლანკის (ჰამბურგი) საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტში. 2014 წელს ჰამბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის მიერ შეფასებით – „magna cum laude“ მიენიჭა სამართლის დოქტორის კვალიფიკაცია სადოქტორო დისერტაციისათვის საერთაშორისო კერძო სამართლის სფეროში. იგი არის ბრიტანეთში, გერმანიასა და საქართველოში გამოქვეყნებული რამდენიმე სამეცნიერო სტატიის და ორი კვლევითი მონოგრაფიის ავტორი. ამასთან, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის (USAID-PROLoG) მიერ გამოცემული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარების სამეცნიერო რედაქტორი და თანაავტორია.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

საერთაშორისო კერძო სამართალი; ვალდებულებითი სამართალი; შედარებითი სახელშეკრულებო სამართალი.

წიგნები

  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, მუხ. 316-318, 390-407, ჭანტურია, ლადო (მთ. რედაქტორი), (გამოიცემა 2016 წ.);
  • Das Internationale Privatrecht von Georgien, Studien zum ausländischen und internationalen Privatrecht (StudIPR), Mohr Siebeck, Tübingen, 2014;

სტატიები

  • „კეთილსინდისიერება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, აბსტრაქცია თუ მოქმედი სამართალი” (ქართ/ინგ.), ქართული სამართლის მიმოხილვა, 3/2007.

პუბლიკაციების ვრცელი სია

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • სახელშეკრულებო სამართალი, საბაკალავრო კურსი, 2016 წლის გაზაფხულის სემესტრი
  • ვალდებულებითი სამართალი (ზოგადი ნაწილი), საერთაშორისო კერძო სამართალი, შედარებითი სახელშეკრულებო სამართალი, საერთაშორისო ბიზნეს სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი.