სამართლის სკოლის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი

სამართლის სკოლის დეკანი





ირაკლი ფორჩხიძე ამჟამად ილიაუნის სამართლის სკოლის დეკანი და ამავე სკოლის ასოცირებული პროფესორია, ამავე დროს კი საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის (GISS) თანადამფუძნებელია (2012 წელი). 2010-2012 წლებში ეკავა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა და ხელმძღვანელობდა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას. მონაწილეობდა ჟენევის მოლაპარაკებებში, სადაც წარმოადგენდა საქართველოს დელეგაციას, ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ფარგლებში. მანამდე ეკავა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თანამდებობა და უძღვებოდა საბჭოს ანალიტიკურ საქმიანობასა და სტრატეგიული დოკუმენტების (ეროვნული საფრთხეების შეფასებისა და უსაფრთხოების კონცეფციის) შემუშავების პროცესს. 2004 წელს ირაკლი ფორჩხიძე დაინიშნა იუსტიციის სამინისტროს ახლად ჩამოყალიბებული სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს პირველ ხელმძღვანელად. 2001-2004 წლებში მუშაობდა პროექტის მენეჯერად ფონდში ”ღია საზოგადოება საქართველო”, სადაც სხვადასხვა დროს უძღვებოდა კანონის უზენაესობის, ადგილობრივი თვითმმართველობის, საჯარო ადმინისტრირებისა და “აღმოსავლეთ -აღმოსავლეთ” პროგრამებს.

ირაკლი ფორჩხიძე ფლობს ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სამართლის და დიპლომატიის ბაკალავრის ხარისხს, ასევე, კოლუმბიის უნივერსიტეტის და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებსა და პოლიტიკურ მეცნიერებებში. 2014 წელს მან მიიღო სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრის პრესტიჟული სტიპენდია.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

სამართლის ფილოსოფია, კონსტიტუციონალიზმი, დემოკრატიზაცია, საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი