სამართლის სკოლის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონსტიტუციური სამართალი და ადამიანის უფლებების სამართალი პროფესორი

სამართლის სკოლის „მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის“ დირექტორი





კონსტანტინე კუბლაშვილმა 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. 1995 წლის აპრილიდან სექტემბრამდე იყო ზაარლენდის უნივერსიტეტის (გერმანია) იურიდიული ფაკულტეტის მსმენელი, სადაც მოამზადა სადიპლომო ნაშრომი „გერმანიის ფედერალიზმის პრინციპები“. 1995 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით მუშაობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იურისტად. 1996-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაციის ჯგუფის მთავარ სპეციალისტად, ხოლო 1997-1998 წლებში ამავე დეპარტამენტის კანონპროექტთა სამართლებრივი ექსპერტიზისა და ვიზირების განყოფილების გამგედ. 1998-2000 წლებში იყო ჰანოვერის (გერმანია) უნივერსიტეტის დოქტორანტი, სადაც დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა „სამართლის დოქტორის“ (Dr.jur) სამეცნიერო ხარისხი. 2000 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად. 2000-2002 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, სამინისტროს საპარლამენტო მდივანი. 2002-2004 წლებში მუშაობდა იურიდიულ ფირმაში – „ქართველი ადვოკატები სამართლიანობისათვის“ – იურისტად. 2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის განვითარებისა და რეფორმების ფონდის ჯერ მეურვეთა საბჭოს წევრად, ხოლო შემდეგ ფონდის დირექტორად. 2005-2015 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • კონსტიტუციური სამართალი, ადამიანის უფლებების სამართალი

ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები და მათი გავლენა საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაზე;

  • სასამართლო რეფორმის ძირითადი მიმართულებები;
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები და მათი გავლენა საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაზე;
  • პრაქტიკული რეკომენდაციები ადმინისტრაციულ საპროცესო სამართლის საკითხებზე მაგისტრატი მოსამართლისათვის;
  • სიცოცხლის უფლება საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით;
  • სასამართლო რეფორმების ძირითადი მიმართულებები;
  • საქართველოს კონსტიტუციის კომენტარები (ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი);
  • ძირითადი უფლებები;
  • ევროპის კავშირი – ერთიანი ევროპული სახელმწიფო? ევროპის კავშირის ფედერაციული განვითარების პერსპექტივები.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ბაკალავრიატი

ადამიანის უფლებების სამართალი

ბაკალავრიატი

საქართველოს კონსტიტუციური სამართალი