სამართლის სკოლის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამართლის სკოლა, ასოცირებული პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით





შალვა პაპუაშვილმა 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. 1999 წელს მოიპოვა სამართლის მაგისტრის (LL.M.), ხოლო 2002 წელს – სამართლის დოქტორის (Dr. iur.) ხარისხი საარლანდის უნივერსიტეტში (გერმანია). 2003 წლიდან არის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის ექსპერტი, ხოლო, 2015 წლიდან –  ამავე პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე. საადვოკატო ფირმის – „ერისთავი და პარტნიორები“ – მრჩეველია. 2012-2015 წლებში იყო კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი. 2015 წლიდან ილიას სახელმწიფო უნვერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორია.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

სამოქალაქო სამართალი, საკორპორაციო სამართალი, შედარებითი კერძო სამართალი

 წიგნები

  •  სამოქალაქო კოდექსის მუხ. 99-114 კომენტარი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი (თანაავტორი), 2016.
  • საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი. თავი მეორე. საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი (სამეცნიერო საბჭოს წევრი), 2013.
  • გერმანულ-ქართულ-გერმანული იურიდიული ლექსიკონი (თანაავტორი), 2012.
  •  Modifikationen und Kombinationen von Gesellschaftsformen im Deutschen, Britischen und US Amerikanischen Recht, Diss., 2002, Saarbrücken.

სტატიები ჟურნალებში

  • Die Quellen des postsowjetischen Zivilrechts von Georgien. In: Rechtstransfer in der Geschichte, mit Dr. Tilmann J. Röder, YearbookofYoungLegalHistory, vol. 1,V. Duss and others (ed.), Munich, 2006
  •  მეწარმეთა შესახებ კანონის რეფორმა (თანაავტორი). ქართული სამართლის მიმოხილვა, N 8, 2005
  • სამართლის განვითარება – სამოქალაქო პროცესში კასაციის დასაშვებობის ახალი საფუძვლები, მართლმსაჯულება და კანონი, N4(6)’05, 2005
  • სამართლის განვითარება სამოსამართლო სამართლის მეშვეობით და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა, ქართული სამართლის მიმოხილვა, N 4, 2003
  • სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს კეთილსინდისიერი ხელმძღვანელობის ვალდებულება ქართულ სამართალში, მე-2 ქართულ-გერმანული სიმპოზიუმი საკორპორაციო სამართალში, 2003.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ბაკალავრიატი

  • შესავალი ვალდებულებით სამართალში (2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)
  • შესავალი კერძო სამართალში, საბაკალავრო კურსი (2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი)

მაგისტრატურა

  • შედარებითი კერძო სამართალი (2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)

ბაკალავრიატი

  • შესავალი კერძო სამართალში
  • შესავალი ვალდებულებით სამართალში

მაგისტრატურა

  • შედარებითი კერძო სამართალი