სამართლის სკოლის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამართლის სკოლა, ასოცირებული პროფესორი





თამთა მიქელაძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის მაგისტრატურა და სხვადასხვა დროს მუშაობა იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტში (2006-2009 წლები), ეროვნული უშიშროების საბჭოში (2009 წელი), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტის პოზიციაზე (2009-2013 წლები). 2013 წლიდან მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში – „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორის პოზიციაზე. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: რელიგიის თავისუფლების და სეკულარიზმის საკითხები, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა, ლგბტ უფლებები, გამოხატვის თავისუფლება. სხვადასხვა დროს აკადემიურ საქმიანობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში, აგრარულ უნივერსიტეტში. ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ადამიანის უფლებათა ევროპული სამართალი; სამართლის თეორია;

  1. EMC-ის კვლევა: არაღიარება, უმოქმედობა და რეპრესია საცხოვრებლის სანაცვლოდ, თბილისში, სახელმწიფო ობიექტებში შეჭრილი სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახების უფლებრივი მდგომარეობისა და სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი. თანაავტორი. 2014 წელი. http://bit.ly/XmOi5S
  2. სტატია “Occasional Papers on Religion in Eastern Europe” (OPREE) ელექტორნულ ჟურნალში George Fox University|Christian College in Oregon, USA. http://emc.org.ge/2014/03/28/crisis-of-secularism-and-loyalty-towards-the-dominant-group/
  3. EMC-ის კვლევა: სეკულარიზმის კრიზისი და ლოიალობა დომინანტი რელიგიური ჯგუფის მიმართ (სახელმწიფოს როლი 2012-2013 წლებში საქართველოში გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტების მოგვარებაში). http://emc.org.ge/2013/12/05/25/
  4. საია-ს ანგარიში: 26 მაისს აქციის დაშლის დროს და მასთან კავშირში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების ანალიზი, თანაავტორი და ანგარიშის კოორდინატორი. 2011 წელი. http://gyla.ge/uploads/publications/2011/26_maisi_geo.pdf

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

საბაკალავრო

  • შესავალი სამართალმცოდნებობაში (შემოდგომის სემესტრი)
  • შესავალი ადამიანის უფლებებში (გაზაფხულის სემესტრი)