ონისიმე ცხომელიძე

ონისიმე ცხომელიძეს მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) მიერ, სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი (წარჩინებით) – ედინბურგის უნივერსიტეტის მიერ, საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი (წარჩინებით) და სამართლის ბაკალავრის ხარისხი – თსუ-ის მიერ. 2020 წლიდან ონისიმე მუშაობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) საქართველოს დელეგაციის მრჩევლად სამართლებრივ საკითხებში, ხოლო 2019-2020 წლებში მუშაობდა […]
მარინა მესხი

სამართლის დოქტორის ხარისხი მიენიჭა ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიერ. საერთაშორისო და ტრანსნაციონალური სამართლის მაგისტრის ხარისხი მინიჭებული აქვს ილინოისის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (აშშ) მიერ. არის USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ევროკავშირი საქართველოსათვის პროგრამების ექსპერტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა არასამთავრობო და საჯარო სექტორში, ევროკავშირის პროექტებსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციაში. აკადემიურ საქმიანობას […]
ქეთევან ერემაძე

ქეთევან ერემაძე დაიბადა 1975 წლის 14 თებერვალს, ქ.თბილისში;1998 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; 2003 წელს ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურა საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით. 2003 წელს მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი (სამართლის დოქტორის ხარისხი), დისერტაციისთვის თემაზე: „საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა ურთიერთდამოკიდებულების პრობლემები საქართველოში“. 2006-2007 წლებში იყო ავსტრიის აკადემიური გაცვლის პროგრამის სტიპენდიატი, […]
თინათინ გოლეთიანი

თინათინ გოლეთიანი – იურისტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. თინათინს აქვს საჯარო სტრუქტურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, საერთაშორისო სამართლისა და დემოკრატიული მმართველობის გაძლიერების მიმართულებით მუშაობის 15 წლიანი პროფესიული გამოცდილება. მას ეკავა მენეჯერული პოზიციები საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, სახალხო დამცველის აპარატსა და გენერალური პროკურატურაში. ბოლო 3 წლის განმავლობაში, თინათინი ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, საქართველოს […]
კონსტანტინე კუბლაშვილი (გარდაცვლილი 2023 წ.)

კონსტანტინე კუბლაშვილმა 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. 1995 წლის აპრილიდან სექტემბრამდე იყო ზაარლენდის უნივერსიტეტის (გერმანია) იურიდიული ფაკულტეტის მსმენელი, სადაც მოამზადა სადიპლომო ნაშრომი „გერმანიის ფედერალიზმის პრინციპები“. 1995 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით მუშაობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იურისტად. 1996-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული […]
გიორგი პაპუაშვილი

1995 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. 1996-1997 წლებში, როგორც ფონდ ღია საზოგადოების პროგრამის გამარჯვებული, სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში/CEU (ქ. ბუდაპეშტი) პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე და მიენიჭა პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი (MA). 1999-2000 წლებში, როგორც ამერიკის კონგრესის ე. მასკის პროგრამის გამარჯვებული, სწავლობდა ამერიკის უნივერსიტეტში (ქ. ვაშინგტონი) და მიენიჭა […]
მაია სულხანიშვილი

დაბადებულია 1964 წელს ქ. ხაშურში. 1980 წელს დაამთავრა თბილისის 115-ე საშუალო სკოლა, 1987 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სტაჟიორად, სახელმწიფო ნოტარიუსად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მოქალაქეთა სამართლებრივი მომსახურების განყოფილების, შემდგომში კი სამმართველოს უფროსად. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლებიოს კომიტეტში იურიდიული სამმართველოს უფროსად , კომიტეტის თავმჯდომარის მრჩევლად, საქართევლოს სახელმწიფო კანცელარიაში სახელმწიფო […]
კონსტანტინე ვარძელაშვილი

კონსტანტინე ვარძელაშვილი 2012 წლიდან არის ილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და წლების განმავლობაში უძღვებოდა ლექციებს კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართალში სამართლის სკოლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის. 2016 წლიდან ასევე უძღვება სამართლის კლინიკის სამაგისტრო კურს. 2015 წლიდან კ. ვარძელაშვილი არის მაქს პლანკის შედარებითი კონსტიტუციური სამართლის ენციკლოპედიის (Max Planck Encyclopaedia of Comparative Constitutional Law) მრჩეველთა საბჭოს წევრი. ასევე […]
კონსტანტინე ჩოკორაია

კონსტანტინე ჩოკორაიამ 2011 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა. 2012 წელს ჩააბარა ამავე უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამაზე და მუშაობს თემაზე: „პოლიტიკური პარტია – ხელისუფლებისათვის ბრძოლისა და ხელისუფლების განხორციელების საშუალება“. 2009-2010 და 2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, სადაც მისი ძირითადი საქმიანობა შეეხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის მარეგულირებელ საქართველოს კონსტიტუციის მეშვიდე პრიმა […]
გიორგი მელაძე

გიორგი მელაძეს ადგილობრივსა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტიტუციებთან ურთიერთობის მდიდარი გამოცდილება აქვს. საქართველოში აქტიურად მონაწილეობდა პარლამენტთან და მთავრობასთან არსებულ სამართლებრივი რეფორმის ჯგუფებში საკონსტიტუციო, სისხლის სამართლის, ადამიანის ძირითადი უფლებების და ანტიკორუფციული მიმართულებით. 2002-2003 წლებში კვლევითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა კოლუმბიის უნივერსიტეტში, 2004 წელს კვლევითი პროექტის ფარგლებში მუშაობდა გამოხატვის თავისუფლების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაში Article 19, 2008-2012 წლებში, აქტიური წევრის […]