ეკა ჭყოიძე

enka

ისტორიის ასოცირებული პროფესორი; ფილოსოფიის დოქტორი ბიზანტიის ისტორიის განხრით

დეტალები

ავტორი:

შესახებ

ეკა ჭყოიძემ 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ახალი ბერძნული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1999 წელს სწავლა განაგრძო ქ. იოანინას უნივერსიტეტში (საბერძნეთი), ფილოსოფიის ფაკულტეტზე, შუასაუკუნეების შემსწავლელ მეცნიერებათა კათედრაზე, ბიზანტიის ისტორიის განყოფილებაში, სადაც 2001 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი, ხოლო 2006 წელს, იმავე განყოფილებაზე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ბიზანტია ქართული წყაროების მიხედვით (IX-XI საუკუნეების ქრონიკები და ჰაგიოგრაფიული ტექსტები)“, ბერძნულად: „Το Βυζάντιο μέσα από τις γεωργιανές πηγές (Χρονικά, Βίοι Αγίων 9ος-11ος αι.)“. საბერძნეთში სწავლისას მიღებული აქვს სტიპენდიები ა. ონასისის საქველმოქმედო და საბერძნეთის სახელმწიფო სასტიპენდიო ფონდებიდან. 2008-2009 სასწავლო წელს მუშაობდა პოსტდოქტორანტ მკვლევრად პრინსტონის უნივერსიტეტში (აშშ). მეორედ პოსტსადოქტორო სტიპენდია მიიღო 2012-2013 წლებში ათენის უნივერსიტეტის პლატონის აკადემიისა და ა. ონასისის საქველმოქმედო ფონდის ერთობლივი დაფინანსებით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2008 წლიდან. იყო ჯერ ასისტენტ-პროფესორი, ხოლო 2013 წლიდან დღემდე ასოცირებული პროფესორია.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

ქართული და ბიზანტიური ჰაგიოგრაფია, როგორც საისტორიო წყარო; სამონასტრო ტრადიცია შუა საუკუნეებში; ბიზანტიის საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია (განსაკუთრებით, IX-XI საუკუნეებში); XIX საუკუნის პოლიტიკურ-ეკონომიკური ისტორია

About

Research interests