მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორი,ხელოვნების მიმართულებით





დაიბადა 1956 წლის 24 სექტემბერს, ქ. თბილისში. 1971-1975 წლებში სწავლობდა ი. ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელში, 1975-1981 წლებში – თბილისის სახ. სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე. 1982-1985 წლებში სწავლობდა საკავშირო სამხატვრო აკადემიის ასპირანტურაში. 1980 წლიდან აქტიურად იფინებოდა საქართველოსა და საზღვარგარეთის საგამოფენო დარბაზებში. მონაწილეობდა როგორც ჯგუფურ გამოფენებში, ასევე აწყობდა პერსონალურ გამოფენებს. 1986-1996 წლებში იყო საქართველოს მხატვართა კავშირის მდივანი და ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარე.
სხვადასხვა დროს მუშაობდა:

  • სოფელ გლდანის საშუალო სკოლაში ხატვა-ხაზვის პედაგოგად (1981-1985);
  • ი. ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში იყო კურსის ხელმძღვანელი და პედაგოგი (1985-1990),
  • შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტისა და თბილისის სახ. სამხატვრო აკადემიის ლექტორი (1996-2000),
  • თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, პრორექტორი (2001-2003)
  • თბილისის სახელმეწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი, პროფესორი (2003-2011)
  • ილიას სახ. უნივერსიტეტის პროფესორი (2010-დან დღევანდლამდე)

მიღებული აქვს ჯილდოები:

1985 _ წლის საუკეთესო სურათი. მხატვართა კავშირის პრიზი
1990 _ საფრანგეთის პრეზიდენტის პრიზი საუკეთესო ნაციონალური კოლექციისათვის. კანის საერთაშორისო ფესტივალი
1993 _ საქართველოს პედაგოგთა ასოციაციის იაკობ გოგებაშვილის მედალი
1993 _ ანტონ კათალიკოსის მედალი
2001 _ თბილისის სახ. უნივერსიტეტის ივ. ჯავახიშვილის მედალი
2002 _ ვატიკანის მედალი „კარლოს მაგნუსი“– 2005 – ღირსების ორდენი

მისი ბიოგრაფია შესულია:

  • კემბრიჯის ”Who’s Who”-ს 25-26-ე გამოცემებში
  • საქართველოს „ვინ ვინ არის” ყველა გამოცემაში
  • ქართული ენციკლოპედიის ბოლო გამოცემაში (2003 წ.)

არის რამდენიმე წიგნის ავტორი, გაფორმებული აქვს ფილმები, წიგნები, წლების განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რადიოში იყო რამდენიმე საავტორო გადაცემის წამყვანი ხელოვნების და კულტურის თემებზე.
ICOM-ის წევრია.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ხელოვნების ისტორია და თეორია, ხელოვნების ფილოსოფია

წიგნები

  • 200 ამბავი მხატვრობაზე, თბ., 2017
  • დიალოგები მონოლოგიდან. თბ., 2000
  • ფიქრები წარმავალზე. თბ., 1994

სტატიები გაზეთებში

  • „კითხვები, რომელზეც პასუხები არ არის“, გაზეთი „რევოლველი“, N5, 2017

პუბლიკაციების ვრცელი სია

  • უფსკრული უფსკრულს გასძახის. კატალოგი, თბ., 2016
  • TESTAMONI DEL TRAMONTO. კატალოგი, თბ., 2015
  • კატალოგი. შესავალი ტექსტი, თ., 2014
  • თბილისის კულტურული ცხოვრება. სატატია: თბილისის სახელოვნებო განათლების ტრადიციები. თბ., 2014
  • მადონა დონი, გაზ. „24 საათის“ დამატება Weekend, 2012
  • ფრა ანჯელიკო, გაზ. „24 საათის“ დამატება Weekend, 2012
  • მედიჩის სტუმარი, გაზ. „24 საათის“ დამატება Weekend, 2012
  • დანიელე და ვოლტერა, გაზ. „24 საათის“ დამატება Weekend, 2012
  • ნათელი ბნელში. ელ გრეკოს შესახებ, გაზ. „24 საათის“ დამატება Weekend, 2012
  • გარეჯის მცველი, გაზ. „24 საათის“ დამატება Weekend, 2013
  • URLICHTგაზ. „24 საათის“ დამატება Weekend, 2013
  • ანდრეა დელ კასტანიო, გაზ. „24 საათის“ დამატება Weekend, 2013
  • მხსატვრებთან ერთად, გაზ. „24 საათის“ დამატება Weekend, 2013
  • პონტორმოს გზაზე, გაზ. „24 საათის“ დამატება Weekend, 2013
  • ფარულად თქმული, გაზ. „24 საათის“ დამატება Weekend, 2013
  • ხატვის ხელოვნება. თბ., 2011
  • სამხატვრო აკადემია. ისტორია და დღევანდელობა. თბ., 2011
  • კრ. საქართველო და თანამედროვეობა. სტატია: თანამედროვე ხელოვნების ტენდენციები. თბ., 2010

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  1. დასავლეთ ევროპის ხელოვნება რენესანსიდან რომანტიზმამდე. 2017-2018 სასწავლო წელი, I სემესტრი, საბაკალავრო საფეხური
  2. შესავალი ხელოვნებასა და ხელოვნების ისტორიაში. 2017-2018 სასწავლო წელი, I სემესტრი, საბაკალავრო საფეხური
  1. ექკურსი ძველ, თანამედროვე და უახლეს ხელოვნებაში, 2012-2013, 2014-2015, 2016-2017, I და II სემესტრები
  2. ჩრდილოეთ ევროპის ხელოვნება XIV-XX საუკუნეებში, 2013-2014 სასწავლო წელი, I და II სემესტრები