მაია თევზაძე

enka

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის რომანული ფილოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი

დეტალები

კატეგორია:

შესახებ

მაია თევზაძემ 1980 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ფრანგულ განყოფილება; პარალელურად წარმატებით დაამთავრა მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის თბილისის მე-3 სამუსიკო სასწავლებელი. 1980 წელს ჩაირიცხა მოსკოვის მორის ტორეზის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1987 წელს მოსკოვში საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ მუშაობა დაიწყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ მეცნიერ-თანამშრომლის, ხოლო შემდეგ უცხო ენათა კათედრის დოცენტად. 1995-2006 წლებში მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში ფრანგული ენის კათედრის გამგედ, აღმზრდელობით, საგარეო ურთიერთობათა და სამეცნიერო დარგების პრორექტორად, უცხო ენათა ფაკულტეტის დეკანად. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შექმნის დღიდან უკავია რომანული ფილოლოგიის მიმართულების ჯერ ასოცირებული, ხოლო შემდგომ სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობა. 2006-2009 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენათა ფილოლოგიის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, უცხო ენების ფილოლოგიის ფაკულტეტის II-V კურსების სასწავლო პროგრამების კოორდინატორი, ხოლო 2010 -2012 წლებში – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი. 2012 წლიდან უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრია.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

ინტერკულტურული კომუნიკაციის, პრაგმატიკის, პოლიტიკური ლინგვისტიკის, გენდერული ლინგვისტიკის საკითხების შეპირისპირებითი კვლევა

About

Research interests