ნინო ცერცვაძე

enka

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის რომანისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი

რომანისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი

დეტალები

შესახებ

ნინო ცერცვაძემ 1983 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი ფრანგული და იტალიური ენების მასწავლებლის კვალიფიკაციით. 1983-1994 წლებში მუშაობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტთან არსებულ უცხო ენების შემსწავლელ ორწლიან კურსებზე იტალიური ენის მასწავლებლად. 1994- 2000 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენებისა და თარგმანის კათედრაზე იტალიური ენის მასწავლებლად, ხოლო 1998-1999 წლებში – ასპირანტურის განყოფილების მკვლევარ-მაძიებლად. 2000-2006 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის იტალიური ფილოლოგიის კათედრაზე უფროსი მასწავლებელი. 2003-2004 წლებში მუშაობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში იტალიური ენის უფროს მასწავლებლად და 2004-2006 წლებში ასრულებდა ამავე უნივერსიტეტის იტალიური ენის კათედრის გამგის მოვალეობას. 2005 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია რომანული ენების მიმართულებით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობს 2006 წლიდან. 2006 -2015 წლებში მუშაობდა რომანისტიკის მიმართულების ასისტენტ-პროფესორად. 2015 წლიდან დღემდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორია. ამასთან, არის „დანტე ალიგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტის“ პრეზიდენტი (2006 წლიდან), PLIDA-ს საერთაშორისო სასერტიფიკატო ცენტრის ხელმძღვანელი (2007 წლიდან). ADA-ს საატესტატო ცენტრის ხელმძღვანელი (2016 წლიდან). 2014 წელს მიენიჭა ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების“ მუდმივი წევრის საპატიო წოდება. ავტორია 12 სამეცნიერო შრომისა.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

ლინგვოკულტუროლოგია, ლიტერატურული ფენომენის კვლევა კომპარატისტული მეთოდით, ინტერკულტუროლოგია, ფსიქოლინგვისტიკა, სოციოლინგვისტიკა, ლექსიკოგრაფია

About

Research interests