ქეთევან მაყაშვილი

enka

მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი, ფსიქოლოგიის მიმართულება , სარული პროფესორი

გამოყენებითი ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; ბავშვის განვითარების ინსტიტუტის პროფესიული საბჭოს წევრი; განსაკუთრებულ მოსწავლეთა განათლების, კონსულტირებისა და რეაბილიტაციის სასწავლო პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელი

დეტალები

კატეგორია:

შესახებ

ქეთევან მაყაშვილმა 1980 წელს დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტი ნეირო და კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით. 1981 წლიდან მუშაობდა უზნაძის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1986 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ფიქსირებული განწყობის თავისებურებები პერვაზიული დარღვევის მქონე ბავშვებში“. 1987-99 წლებში ხელმძღვანელობდა ბავშვებში ფსიქიკური განვითარების დარღვევების კვლევით ლაბორატორიას ინსტიტუტში და სკოლისა და პოლიკლინიკის ფსიქოლოგიურ სამსახურებს. 1997-2007 წლებში მუშაობდა საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელ გუნდებში: „ინვალიდ ბავშვთა სახლებისა და სკოლა-ინტერნატების აღსაზრდელთა ფსიქო-სოციალური და ემოციური ზრდისათვის“ (UNICEF), „უმაღლესი განათლებისა და სოციალური ზრუნვის რეფორმა“ (TEMPUS). გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგის საერთაშორისო პროგრამები: სკრენტონის უნივერსიტეტში (აშშ) „საგანმანათლებლო და სოციალური ინკლუზია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის“; ვილნიუსის უნივერსიტეტში “ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობა; კატანიის სუპერვიზიის ინსტიტუტში (გერმანია) „კლინიკური სუპერვიზია“. 1989 წლიდან ლექციებს კითხულობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამედიცინო ფსიქოლოგიისა და გამოყენებითი ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. როგორც სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის დოცენტმა, სკრენტონის უნივერსიტეტთან მემორანდუმის საფუძველზე, 2003 წელს ჩამოაყალიბა განსაკუთრებულ მოსწავლეთა განათლების, კონსულტირებისა და რეაბილიტაციის სასწავლო-პრაქტიკული ცენტრი. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში TUNING-ის მეთოდოლოგიით მოამზადა საბაკალავრო მოდულები „აუტიზმი“ და „ინკლუზიური განათლება და დასაქმება“. იყო განათლების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. ხელმძღვანელობდა სამაგისტრო პროგრამას „სკოლის ფსიქოლოგი, ფსიქოლოგ-კონსულტანტი“. არის მეთოდური სახელმძღვანელოს, მონოგრაფიისა და სამოცდაათამდე სამეცნიერო სტატიის ავტორი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

  • პრაიმინგი და ანტიციპაცია ფსიქიკური ადაპტაციის პროცესში (ფსიქო-ფიზიოლოგიური კვლევები);
  • შფოთვა და კოგნიტური პროცესების თავისებურებები აუტისტური სპექტრის აშლილობისას (ცვლილების შესაძლო საუკეთესო ხარისხი);
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა მინიმალურად შეზღუდული სასწავლო გარემოს ფსიქოლოგიური დეტერმინანტები;
  • მხარდაჭერითი დასაქმება მოზარდობიდან ზრდასრულობაში ტრანზიციის პერიოდში სოციალური ინკლუზიისა და კოჰესიისათვის;
  • მოზარდთა მარგინალური ჯგუფების ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მახასიათებლები;
  • ენის შიდა ფორმა და წარმოსახვა, როგორც ქცევის ფაქტორები;
  • პრობლემური სიტუაციების ეფექტიანობა ჯგუფურ ფსიქოლოგიურ მუშაობაში მონაწილეთა ვარაუდებისა და დისპოზიციების ცვლილებისათვის.

About

Research interests