მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი, კულტურის და რელიგიის კვლევების მიმართულებით





სოფო ზვიადაძემ საერთაშორისო ურთიერთობის ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მიუნსტერის ვესთფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხი მიიღო პოლიტიკურ მეცნიერებაში, სოციოლოგიასა და რელიგიის კვლევებში (2007). მან სწავლა გააგრძელა დოქტურანტურაში მიუნსტერის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებისა და სოციოლოგიის მიმართულებით; 2014 წელს დაიცვა დისერტაცია საქართველოში პოლიტიკისა და რელიგიის ურთიერთობის თემაზე.
იგი წლების განმავლობაში მუშაობდა მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტში და ხელმძღვანელობდა სამოქალაქო ინტეგრაციის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვისა და ინტერკულტურული განათლების ხელშეწყობის პროექტებს. სოფო ზვიადაძის კვლევის ინტერესებია: სეკულარიზმი, პოლიტიკის და რელიგიის ურთიერთობა სამხრეთ კავკასიაში, მეხსიერების პოლიტიკა, რელიგიის ტრანსფორმაცია პოსტსოციალისტურ ქვეყნებში. იგი აგრეთვე იკვლევს ისლამს და მუსლიმითემის იდენტობას საქართველოში, რადიკალიზმისა და ფუნდამენტალიზმის პრობლემატიკას სამხრეთ კავკასიაში. 2012 წლიდან დღემდე სოფო ზვიადაძე არის მკვლევარი საერთაშორისო ემპირიულ კვლევით პროექტში „რელიგია და ადამიანის უფლებები 2.0“. პროექტის ფარგლებში იგი იკვლევს რელიგიურობას ქართველ ახალგაზრდებში და მათ დამოკიდებულებას ადამიანის უფლებებისადმი. როგორც მიწვეული მკვლევარი, სოფო ზვიადაძე მუშაობდა პარიზში ჰუმანიტარული მეცნიერების სახლში (Foundation Maison des Scineces de l´Homme), სადაც იკვლევდა საფრანგეთში ქართველ მიგრანტების რელიგიურობას და რელიგიის მნიშვნელობას დიასპორაში. სოფო ზვიადაძე აილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელია. იგი რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში, ატარებს საჯარო ლექციებს.
2016 წელს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა სოფო ზვიადაძე დააჯილდოვა „ტოლერანტობის ქომაგის” წოდებით.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

პოლიტიკა და რელიგია, სეკულარიზმი, რელიგიის ტრანსფორმაცია პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში, ისლამი საქართველოში, უცხოს ფენომენოლოგია, რადიკალიზმი, ურბანული სოციოლოგია.

რჩეული პუბლიკაციები

  • „Religion and Socio-Economic Rights in Georgia and Moldova“, in: Ziebertz, Hans-Georg / Sjöborg, Andreas (eds.): Religions and Socio-economic Rights in empirical perspective, co-author, Wiesbaden: Springer Publishing, (forthcoming in 2018)
  • Resurgence or Privatization of Religion in Secular City – Construction and Changing of Religious Identity among Georgian Migrants in Paris”, Routledge International Handbook of Religion in Global Society, (forthcoming in 2018)
  • „The Unbearable Lightness of Being Muslim and Georgian – Religious Transformation and Identity Question among Adjara’s Muslim Georgians“, Caucasus Survey (forthcoming in 2018)
  • „საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გზა წარსულსა და აწმყოში, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცვლილებების კონტექსტში“, ცოფურაშვილი თამარ (რედ.): რელიგია და თავისუფლება გერმანიაში და საქართველოში – კონფერენციის მასალები, თბილისი, 2017, 101-127
  • ისლამი, პოლიტიკა და იდენტობა პანკისში, Working Paper, თბილისი, 2016 http://www.cipdd.org/upload/files/pankisi-web.pdf
  • “The Cult of Monk Gabriel: Institutionalization of Popular Religion and its Political Dimension in Georgia“, State, Religion, and Church in Russia and in Abroad, [Почитание преподобного Габриэла: институционализация народной религии и ее политическое измерение в Грузии, Государство, религия, церковь в России и за рубежом]. No. 2 (34) 2016, 226-254
  • „მე არ ვარ თათარი, მე ვარ მუსლიმი ქართველი – რელიგიის ტრანსფორმაციის და რელიგიური იდენტობის რამდენიმე საკითხი აჭარაში,” რელიგია, საზოგადოება და პოლიტიკა, თბილისი, 2016, 15-32
  • „Die Georgische Orthodoxe Kirche und die Herausforderungen der Moderne“, Religion and Politics in the Caucasus, “Religion & Gesellschaft in Ost und West”, June/Juli 2015, 16-20
  • „Georgian Orthodox Church and Human Rights: Challenges to Georgian Society“, in: Ziebertz, Hans-Georg/Cripic, Gordon (eds.): Religion and Human Rights: an International Perspective, Wiesbaden: Springer Verlag, 2015, 45-60
  • Religion und Politik in Georgien. Die Beziehungen von Staat und Kirche und die Säkularisierungsproblematik im postkommunistischen Georgien, Hamburg, 2014
  • „I ‘like’ my Patriarch – Religion on Facebook. New Forms of Religiosity in Contemporary Georgia“, Online – Heidelberg Journal of Religions on the Internet, Vol. 6, 2014, 164-194
  • „Islam in Georgia”, Kaukasus im 21. Jahrhundert – Schweizerische Gesellschaft Mittlerer Osten und Islamischer Kulturen, Bulletin 39, Herbst, 2014, 14-18
  • Visible Religion and Invisible Human Rights in Georgia, Conference Paper, International Conference in Zagreb “Religion and Political Rights”, 2014
  • Implementation of the National Concept and Action Plan for Tolerance and Civil Integration -2010, Public Defender Office of Georgia, Tbilisi, 2011

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ბაკალავრის სემინარი და საბაკალავრო ნაშრომი (სოციოლოგია); უცხო-ს აღქმა და კონსტრუქცია საზოგადოებაში; როგორ ვიკვლიოთ რელიგია – რელიგია საზოგადოებაში, პოლიტიკასა და ყოველდღიურობაში II

უცხო-ს აღქმა და კონსტრუქცია საზოგადოებაში; ქალაქი როგორც სოციალური დრამა – შესავალი ურბანულ სოციოლოგიაში; რელიგიის კვლევების თეორიები და აქტუალური საკითხები – რელიგია საზოგადოებაში, პოლიტიკასა და ყოველდღიურობაში I

საბაკალვრო საფეხური

  • “უცხო”-ს ფენომენის აღქმა და კონსტრუქცია საზოგადოებაში
  • რელიგია, პოლიტიკა და საზოგადოება
  • ბაკალავრის სემინარი და საბაკალავრო ნაშრომი (სოციოლოგია)

სამაგისტრო საფეხური

  • პოლიტიკის და რელიგიის ურთიერთობა ევროპის ქვეყნებში
  • პოლიტიკა და რელიგია – პოლიტიკის რელიგიური განზომილება მოდერნულ დროში
  • რელიგიის კვლევების აქტუალური თეორიები და კვლევები – რელიგია საზოგადოებაში, პოლიტიკასა და ყოველდღიურობაში I
  • ქალაქი, საჯარო სივრცე და სოლიდარობა – ურბანული სოციოლოგიის აქტუალური საკითხებ
  • „სხვების უფლება“ – ქსენოფობია, კოსმოპოლიტიზმი და კულტურული იდენტობის საკითხები
  • როგორ ვიკვლიოთ რელიგია – რელიგია საზოგადოებაში, პოლიტიკასა და ყოველდღიურობაში II

სადოქტორო საფეხური

  • ცხოვრების მო-თხრობა სოციალური რეალობის გასაგებად – ბიოგრაფიულ-ნარატიული მეთოდი სოციალურ მეცნიერებაში