მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, სრული პროფესორი ჟურნალისტიკის მიმართულებით ჟურნალისტიკისა და მედიის კვლევის სამაგისტრო პროგრამა (პროგრამა განახლების პროცესშია)





დაიბადა 1968 წელს. აქვს მაგისტრის ხარისხი კლასიკურ კვლევებში. 1992-2008 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერ-ასისტენტად, ასევე ს. ყაუხჩიშვილის სახელობის ბერძნულ-ლათინური ბიბლიოთეკის გამგედ. 2005-2008 წლებში იყო ჟურნალისტიკის დეპარტამენტის უფროსი. კითხულობდა ლექციებს კლასიკური კვლევებისა და ჟურნალისტიკის მიმართულებით. 2008 წლიდან 2013 წლამდე მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ ასისტენტ-პროფესორად, ხოლო შემდგომ – სრულ პროფესორად, კითხულობდა ლექციებს ჟურნალისტიკაში. 1992 წლიდან ჩაერთო ჟურნალისტის განსხვავებულ საქმიანობაში: იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის წინასაარჩევნო დებატების წამყვანი (ტელეგადაცემა „რეიტინგი“); კორესპონდენტი, მთავარი რედაქტორის მოადგილე და გაზეთ „ჯორჯიან თაიმსის“ მთავარი რედაქტორი; გაზეთ „არგუმენტის“ მთავარი რედაქტორი. 1996-2006 წლებში მუშაობდა „რადიო თავისუფალი ევროპის – რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტად საქართველოში. 1998-2001 წლებში მიჰყავდა ტელე თოქ-შოუ „სტუდია RE“-ში (საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხი). 2006 წლის აპრილიდან დღემდე საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში ყოველდღიური სოციალურ-პოლიტიკური გადაცემის „პიკის საათი“ წამყვანი და თანაპროდიუსერია. 2009-2013 წლებში – საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეპოლიტიკური თოქ-შოუს „დიალოგი დავით პაიჭაძესთან“ ავტორი და წამყვანი. 2013-2015 წლებში ტელეკომპანია ტაბულაში იყო გადაცემა „Vanity Fair“-ის ავტორი, პროდიუსერი და წამყვანი, აშუქებდა ხელოვნების, განათლების, ურბანული განვითარებისა და სხვა თემებს. 2015 წლის სექტემბერში დაიწყო ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება ნიუტონის თავისუფალ სკოლაში.

1990 წლიდან რეგულარულად თანამშრომლობს ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსთან და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან, როგორც სხვადასხვა საბჭოს წევრი. თითქმის პარალელურად მან დაიწყო სტატიების წერა და გამოქვეყნება სხვადასხვა მედიაში ლიტერატურის, მედიის, სამოქალაქო და ადამიანის უფლებების და სხვა საკითხებზე და ამ საქმეს დღემდე აგრძელებს. არაერთხელ იყო მიწვეული დამწყებ ჟურნალისტებთან ტრენერად. არის დაოჯახებული და ჰყავს ორი ქალიშვილი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

რჩეული პუბლიკაციები:

  • „არატრადიციული ნეკროლოგი – ღია წერილი მე-9 კლასის მოსწავლეებს“
  • „ჩვენს შორის ხიდი გატეხილია (მე-2 წერილი მე-11 კლასის მოსწავლეებს)“
  • „არ იყო ძალიან ძველი… (ღია წერილი მე-11 კლასის მოსწავლეებს)“

სტატიები ჟურნალებში

  • „ცალმხრივი, კრიტიკული, მიკერძოებული კომენტარები ქართული გაზეთების ცუდი და კარგი მხარეების შესახებ“
  • „მარადიული ღამის მაცნე“

სტატიები გაზეთებში

  • უამრავი სტატია/წერილი სხვადასხვა გაზეთში, ასევე ინტერნეტმედიაში, რომელთა ჩამოთვლა რთულია ძალიან ვრცელი რაოდენობის გამო

 

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ახალი ამბები, ინტერვიუ და ინფორმაციული სტატია; რეპორტაჟი, პორტრეტი და ანალიზური წერა; საჯარო გამოსვლა