ასოცირებული პროფესორი, ატმოსფეროს და ახლო კოსმოსის ფიზიკის მიმართულებით
მაია თოდუამ 1989 წელს დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის (რუსეთი, სსრკ) მათემატიკა-მექანიკის ფაკულტეტი ასტრონომიის სპეციალობით. 1989 წლის ოქტომბერში მუშაობა დაიწყო აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ვარსკვლავთ და გარეგალაქტიკური ასტრონომიის განყოფილებაში. მონაწილეობდა დაკვირვებით სამუშაოებში ობსერვატორიის 125-სმ და 70-სმ ტელესკოპებზე. 2001-2003 წლებში სწავლობდა მაგისტრატურაში და მასწავლებლად მუშაობდა რატგერსის უნივერსიტეტის (ნიუ ჯერსი, აშშ) ფიზიკისა და ასტრონომიის დეპარტამენტში ფიზიკის სპეციალობით. 2003 წელს მიღებული აქვს ფიზიკის მაგისტრის ხარისხი. 2003 წლიდან მუშაობა განაგრძო აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ზედა ატმოსფეროს კვლევის ლაბორატორიაში, სადაც მონაწილეობდა ISTC საგრანტო პროექტში. ამ პროექტის ფარგლებში პირველად საქართველოში დაიდგა აეროზოლური ლიდარული სისტემა, შექმნილი მიჩიგანის უნივერსიტეტში (ან-არბორი, მიჩიგანი, აშშ).
2011 წელს იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, 2011-2020 წლებში – ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი. 2015 წ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო ფიზიკის დოქტორის ხარისხი. 2015 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია (საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტი).
რჩეული პუბლიკაციები
სამეცნიერო-პოპულარული სტატიები
პუბლიკაციების ვრცელი სია
პუბლიკაციების ვრცელი სია
პუბლიკაციები პროსიდინგებში
საბაკალავრო საფეხური
სადოქტორო საფეხური
საბაკალავრო საფეხური
სადოქტორო საფეხური
2020-2021 წელი
საბაკალავრო საფეხური
2019-2020 წელი
საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
2018-2019 წელი
საბაკალავრო საფეხური
2017-2018 წელი
საბაკალავრო საფეხური
2016-2017 წელი
საბაკალავრო საფეხური
2015-2016 წელი
საბაკალავრო საფეხური
2013-2014 წელი
სამაგისტრო საფეხური