ეკა პაატაშვილი

გამოცდილება და უნარები: ქალბატონი ეკა პაატაშვილი, როგორც საერთაშორისო კონსულტანტი, მუშაობს ჯანდაცვის პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროექტებზე სხვადასხვა ქვეყანაში. 2014 წლიდან იგი წარმოადგენს საბინის ვაქცინის ინსტიტუტს ევროპის რეგიონში და ხელს უწყობს იმუნიზაციის პროგრამების ადვოკატირებასა და მდგრადობას. ქალბატონ ეკა პაატაშვილს აქვს სახელმწიფო სექტორში მუშაობისა და საქართველოში ჯანდაცვის რეფორმების განხორციელებაში მონაწილეობის დიდი გამოცდილება. 2000-2012 წლებში, ის მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჯანდაცვის პოლიტიკის, დაფინანსებისა და სახელმწიფო პროგრამების მართვის მიმართულებით. იგი ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის რეგულირებისა და სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოებს სამინისტროში, ასევე აქვს სახელმწიფო მმართველობისა და საზოგადოების ჩართულობის მიმართულებით პროექტების მართვის გამოცდილება.

განათლება: ქალბატონმა ეკა პაატაშვილმა 2019 წელს მოიპოვა დოქტორის ხარისხი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2012-2013 წლებში მან წარმატებით გაიარა მაქსველის მოქალაქეობისა და საზოგადოებრივი საქმეების სკოლის საზოგადოებრივი ადმინისტრირების აღმასრულებელი მაგისტარტურის პროგრამა ამერიკაში, სირაკუზის უნივერსიტეტში. 1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრევენციული მედიცინის ფაკულტეტი და აიღო ექიმის დიპლომი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა და დაფინანსება; სტრატეგიული მიდგომები ჯანდაცვაში; ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების ხარისხი და რეგულირება; საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და მისი რეგულირება; კომუნიკაცია და ადვოკატირება საზოგადოებრივ ჯანდაცვაში.

პუბლიკაციების ვრცელი სია
⦁ Paatashvili, E., Bagashvili, Sh., (2004). State Procurements in the Heath Care System of Georgia

მიმდინარე სალექციო კურსები

სამედიცინო მომსახურების ხარისხი და პაციენტის უსაფრთხოება (ENG)

 

ლიდერობა და კომუნიკაცია

სალექციო კურსების კატალოგი

2020-2021 წელი

სადოქტორო საფეხური

  • სადოქტორო სემინარი I (ჯანდაცვა)
  • სადოქტორო სემინარი II