მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფსიქოლოგიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორი





ფსიქოლოგიის დოქტორი, ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატის ქცევითი მეცნიერებების საბჭოს მიერ ლიცენზირებული კლინიკური სოციალური მუშაკი (LCSW). 1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1998 წელს –ამავე ფაკულტეტის ასპირანტურა. 2000-2002 წლებში გახდა ღია საზოგადოების ინსტიტუტის სტიპენდიანტი და სწავლობდა აშშ-ის კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი სოციალურ მუშაობაში. 2011 წელს მოიპოვა კალიფორნიის შტატის კლინიკური ლიცენზია. 2018 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფსიქოლოგიაში თემაზე: იმიგრაცია, აკულტურაცია და კვებითი აშლილობების პატერნები. 2002-2003 წლებში კითხულობდა ლექციებს თსუ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე და 2011-2017 წლებში – სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე, 2014 წლიდან მოწვეული ლექტორის სტატუსით კითხულობდა ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
არის საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი (www.gasw.org). აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება არაერთ საერთაშორისო (Savethe Children, EveryChild, UMCOR, მსოფლიო ბანკი) და ადგილობრივ ორგანიზაციაში, მათ შორის: 8-წლიანი მუშაობის გამოცდილება აშშ-ში ფსიქიკური ჯანდაცვისა და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროებში (Institute for MulticulturalCounseling and EducationServices, ლოს ანჯელესი; KidsaveInternational, ლოს ანჯელესი; Federation for Employment and GuidanceServices, ნიუ იორკი) როგორც კლინიკოსს, მკვლევარს, მრჩეველსა და მენეჯერს. არის სამეცნიერო სტატიებისა და სახელმძღვანელოების ავტორი და თანაავტორი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ფსიქიკური/ქცევითი ჯანმრთელობა; კვებითი აშლილობები; ემიგრაცია, აკულტურაცია და კულტურის ცვლილებასთან დაკავშირებული ფსიქოსოციალური მახასიათებლები; ფსიქიური/ქცევითი ჯანმრთელობა და კულტურული და ლინგვისტური კონტექსტი

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ფსიქოლოგიის საფუძვლები; მოტივაციური ინტერვიუირება; ფსიქიკური ჯანმრთელობა და აშლილობები 2

ფსიქიკური ჯანმრთელობა და აშლილობები 1

2017/შემოდგომა: ფსიქოლოგიის საფუძვლები – ბაკალავრიატი; ფსიქიკური ჯანმრთელობა და ფსიქიკური აშლილობები I, მოტივაციური ინტერვიუირება – მაგისტრატურა;

2017/გაზაფხული: მოტივაციური ინტერვიუირება – მაგისტრატურა;

2016/შემოდგომა: ფსიქიკური ჯანმრთელობა და ფსიქიკური აშლილობები – მაგისტრატურა;

2016/გაზაფხული: მოტივაციური ინტერვიუირება – მაგისტრატურა;

2015/შემოდგომა: ფსიქიკური ჯანმრთელობა და ფსიქიკური აშლილობები – მაგისტრატურა;

2014/შემოდგომა: ფსიქიკური ჯანმრთელობა და სოციალური მუშაობა – მაგისტრატურა