ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი, განათლების მიმართულებით





სოფო გორგოძეს აქვს მასწავლებლად, განათლების კონსულტანტად და განათლების პროექტების მართვის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ილიას უნვიერსიტეტში იგი კითხულობს სხვადასხვა სალექციო კურსს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე. სხვადასხვა დროს კოორდინაციას უწევდა განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას და ტემპუსის უმაღლესი განათლების მართვის პროგრამას, რომელიც უმაღლესი განათლების სამაგისტრო პროგრამის დანერგვას ითვალისწინებდა საქართველოსა და სომხეთში.

სოფო გორგოძე 2018 წლიდან ხელმძღვანელობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს. მანამდე იგი მუშაობდა განათლების კონსულტანტად სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის – მსოფლიო ბანკში, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტში, ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრში, გოპა კონსალტინგში, ასევე მუშაობდა ორგანიზაცია IREX – ის პროფესიული განვითარების ექსპერტად მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში სამი წლის მანძილზე. 2007-2010 წლებში იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი.

მიღებული აქვს დოქტორის ხარისხი ილიას უნივერსიტეტში განათლების პოლიტიკის მიმართულებით. მაგისტრის ხარისხი ჰარვარდის უნივერსიტეტში საერთაშორისო განათლების პოლიტიკის მიმართულებით. ასევე – მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკანისტიკის მიმართულებით. იგი სწავლობდა ქუთაისის .წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ინგლისურ ფილოლოგიას.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

გადაწყვეტილების მიღების პროცესი განათლების სფეროში; განათლების სისტემის ცენტრალიზაცია/დეცენტრალიზაცია; შეფასების სისტემები; მასწავლებელთა პოლიტიკა დ.ა.შ.

პუბლიკაციები:

Sophia Gorgodze & Lela Chakhaia. 2021. The uses and misuses of centralised high stakes examinations-Assessment Policy and Practice in Georgia, Assessment in Education: Principles, Policy & Practice, 28:3, 322-342, DOI: 10.1080/0969594X.2021.1900775

Maia Chankseliani, Sophia Gorgodze, Simon Janashia & Kairat Kurakbayev. 2020.  Rural disadvantage in the context of centralised university admissions: a multiple case study of Georgia and Kazakhstan, Compare: A Journal of Comparative and International Education, 50:7, 995-1013, DOI: 10.1080/03057925.2020.1761294

Gorgodze, S., Macharashvili, L., & Kamladze, A. 2020. Learning for Earning: Student Expectations and Perceptions of University. International Education Studies. DOI: 10.5539/ies.v13n1p42

Gorgodze, Sophia. 2016. Rise and Fall of Decentralized School Governance: Decision-making Practices in Georgia. International Education Studies 9 (11)

Campbell, Anne and Gorgodze Sophia. 2015. Internationalization of Georgian higher education. HERJ Hungarian Education Research Journal. 6 (1)

Sales, Gregory, Sonja Sentocnik, Jayson Richardson and Sophia Gorgodze. 2018. Reforming Georgia Education. Recommendations for Using Classroom Assessment to Improve Student Outcomes. Khazar Journal of Humanities and Social Sciences. DOI: 10.5782/2223-2621.2018.21.2.5

Chanturia Rusudan, Sophia Gorgodze and Tamar Chkhaidze. 2016. Inclusive Education Practices in Georgia. Implementation of the Convention on the Rights of Individuals with Disabilities in Georgia – Alternative Report. Civic Development Institute. (In Egnlish)

გორგოძე, სოფიო და გიორგი გახელაძე. 2015. რეკომენდაციები საქართველოში საგნობრივი ასოციაციების გასავითარებლად. კოალიცია განათლება ყველასათვის-საქართველო.

Gorgodze, Sophia. 2013. Analysis of teacher Policies in Georgia. The International Institute for Education Policy, Planning and Management. (In English)
https://drive.google.com/file/d/0B9RC0lzxlY4ZVjBvZjQ5OFdnWVU/edit

გორგოძე, სოფიო და სიმონ ჯანაშია. 2012. უსაფრთხო სკოლის პოლიტიკის დოკუმენტი. http://cdi.org.ge/main/wp-content/uploads/2012/04/PP_safeschool_Janashia-Gorgodze1.pdf

წიგნები (წიგნის თავები)

Gorgodze, Sophia. 2015. “Changing Education in Action. Georgia: The Conflicted Teacher.” In Jelmer Evens and Rene Kneybar. Flip the System. Changing Education from the Ground Up.

გორგოძე, სოფიო. 2013. ,,ვისწავლოთ და ვასწავლოთ კრიტიკული აზროვნება.” ვისწავლოთ და ვასწავლოთ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება. გამომცემლობა უსტარი.

ჯანაშია, სიმონ და სოფო გორგოძე. 2013. დეცენტრალიზაციის პოლიტიკის დოკუმენტი. ზოგადი განათლების სისტემის დეცენტრალიზაცია. გამომცემლობა მწიგნობარი.

გორგოძე, სოფიო. 2012. ,,დაგეგმეთ თქვენი პროფესიული განვითარება”. პრაქტიკული სახელმძღვანელო ტრენერთათვის. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.

გორგოძე, სოფიო. 2011. ,,უსაფრთხო სკოლასაერთაშორისო გამოცდილება.” უსაფრთხო სკოლა საზოგადოების თანამონაწილეობის გარეშე. გამომცემლობა უსტარი.

გორგოძე, სოფიო. 2008. ,,მონტესორის მეთოდი,” ,,დიუის სკოლალაბორატორია,” და ,, დევიდ პერკინსი: სწავლება პანდორას კითხვებითა და თეორია ერთით” . სწავლისა და სწავლების თეორიები.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.

  • სტატიები ჟურნალებში

გორგოძე, სოფო. 2016. ეფექტური განმავითარებელი შეფასება. ჟურნალი მასწავლებელი.

გორგოძე, სოფიო. 2015. როგორ სწავლობენ ზრდასრულები? ჟურნალი მასწავლებელი.

გორგოძე, სოფიო. 2012. როგორ გავხადოთ პროფესიული განვითარება უფრო ეფექტურიhttp://cdi.org.ge/?page_id=374#tabs-374-0-4

გორგოძე, სოფიო. 2008. ცოდნის ეკონომიკა. ჟურნალი მასწავლებელი.

უმაღლესი განათლების ისტორია და სოციოლოგია-სამაგისტრო; საკლასო შეფასება-საბაკალავრო, სასერტიფიკატო; შეფასებისა და ტესტირების ძირითადი პრინციპები-სამაგისტრო. განათლების პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები – სადოქტორო. კვლევის მეთოდები განათლებაში- სამაგისტრო; განათლების პოლიტიკა (სამაგისტრო); სწავლისა და სწავლების სტრატეგიები-სადოქტორო.

 

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • საკლასო შეფასება;
  • სადოქტორო კოლოკვიუმი 2;
  • სადოქტორო კოლოკვიუმი 3;
  • სადოქტორო კოლოკვიუმი 4;
  • სამაგისტრო ნაშრომი (განათლების ადმინისტრირება);
  • შეფასება და ტესტირება
  • საკლასო შეფასება

კვლევის მეთოდები განათლებაში- სამაგისტრო; განათლების პოლიტიკა (სამაგისტრო); სწავლისა და სწავლების სტრატეგიები-სადოქტორო.

სოფო გორგოძეს გავლილი აქვს არაერთი პროფესიული განვითარების კურსი შემდეგ ქვეყნებში: აშშ, ფინეთი, სინგაპური, ესტონეთი, ესპანეთი, გერმანია ავსტრია დ.ა.შ. ის იყო მიწვეული მკვლევარი კალიფორნიის ლოს ანჯელესის უნვიერსიტეტში, 2013 წელს, ერთი სემესტრის განმავლობაში. სოფო გორგოძე იყო საქართველოს წარმომადგენელი ევროსაბჭოში ზოგადი განათლების მიმართულებით ორი წლის განმავლობაში. მას ასევე აქვს მიღებული სპეციალური ჯილდო ბუკინგემის სასახლეში, ლონდონში გამართული საერთაშორისო ორატორული მეტყველების კონკურსში პირველი ადგილის მოპოვებისთვის 2002 წელს.