ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი, არქიტექტურის მიმართულებით





  • ბიოგრაფია ზურაბ მათიაშვილმა 1978 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი. დამთავრებისთანავე იწყებს მუშაობას სპი-ის სტუდენტთა საპროექტო ბიუროში,არქიტექტორად, უფროს არქიტექტორად, ჯგუფის უფროსად, ბიუროს უფროსის მოადგილედ. მუსაობისას ყურადღება მიიპყრო, როგორც პრაქტიკოსმა არქიტექტორმა, გამორჩეული ხედვითა და თეორიული მომზადებით. იგი ავტორია არაერთი საინტერესო არქიტექტურული პროექტისა და რეალიზაციის.სისტემატურად მონაწილეობს არქიტექტურულ კონკურსებში, 1987 წელს მიენიჭა ახალგაზრდა არიტეტქტორთა საკავშირო და რესპუბლიკური  დათვალიერება კონკურსის ლაურეატის წოდება.
  • 1994 წლიდან იწყებს აკადემიურ მოღვაწეობას არქიტექტურის ინსტიტტის, არქიტექტურული გეგმარების კათედრაზე, უფროს პედაგოგად, ხოლო 2000 წლიდან დოცენტის თანამდებობაზე. მისი ხელმძღვანელობით  შესრულებულია მრავალი საინტერესო საკურსო და სადიპლომო ნამუშევრები. მისი სტუდენტები არიან სადიპლომო პროექტების რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსების მონაწილეები და ლაურეატები.
  • 2009 წელს მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების ცენტრის, აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) და „სათემო კოლეჯები საერთაშორისო განვითარებისათვის (აშშ) თრენინგში,-„სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიების ზოგადი კურსი“.
  • 2013 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტზე, არქიტექტურის მიმართულებით. კითხულობს ლექციებს სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის. ამჟამად არის ილიას სახელმწიფო უნუვერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და საინჟინრო ფაკულტეტის, არქიტექტურის მიმართულების ასოცირებული პროფესორი.
  • სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები
    საზოგადოებრივი და საცხოვრებელი შენობების არქიტექტურა, „მწვანე“ არქიტექტურა და თანამედროვე ტექნოლოგიები.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • პროექტირება II
  • არქიტექტურული პროექტირების საფუძვლები;
  • პროექტირება I;
  • საბაკალავრო ნაშრომი I