პროფესორი, ინოვაციური მენეჯმენტის მიმართულებით
ნინო პატარაიამ 2002 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი პედაგოგიკის (ინგლისური და გერმანული ენები) სპეციალობით. თუმცა, ამ დრომდე უკვე ფლობდა 2 საერთაშორისო სერტიფიკატს Blountstown High School-სა (Blountstown, FL, U.S) და Iowa State University-ში (Ames, IA, U.S.A) ზოგად განათლებასა და სოციალურ მეცნიერებებში. 2002-2003 წლებში გაიარა ადამიანური რესურსების მართვის ინტენსიური კურსი კავკასიის ბიზნესის სკოლაში, 2009 წლიდან გააგრძელა სწავლა ფინეთში University of Tampere, სადაც მიიღო მაგისტრის ხარისხი მენეჯმენტსა და ადმინისტრირების მეცნიერებებში. 2008-2010 წლებში კი, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, სწავლობდა University of Oslo-ში, University of Tampere -სა და University of Aveiro-ში უმაღლესი განათლების პოლიტიკა/ადმინისტრირება/მართვა და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით.
2010 წელს გაემგზავრა ინგლისში Caledonian Academy-ში (Glasgow Caledonian University, Glasgow, UK), სადაც დაიწყო მუშაობა სადოქტორო ნაშრომზე Networked Innovations, Organizational/Workplace learning, professional development and change management. 2014 წლის ივნისში მოიპოვა დოქტორის ხარისხი.
ნინო პატარაიამ სამუშაო პრაქტიკა დაიწყო აშშ-ის კარიერული განვითარების ცენტრში 2000 წელს. 2002-2003 წლებში მუშაობდა ასისტენტად თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრაზე, პარალელურად კი – კავკასიის ბიზნესის სკოლაში კარიერული განვითარების ცენტრის დირექტორის თანაშემწედ; 2003-2008 წლებში მუშაობდა „ბრითიშ პეტროლიუმში“ ჯერ ოფიცრის, ხოლო შემდგომში გუნდის ლიდერის პოზიციაზე. დოქტორის ხარისხის მოპოვებისა და ინგლისიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკური ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინირების სამთავრობო დაგეგმვისა და ინოვაციების სამსახურში დაინიშნა პირველი კატეგორიის მრჩევლად. აღნიშნულ პოზიციაზე მის ძირითად მოვალეობას წარმოადგენდა სამინისტროებთან ეფექტური კომუნიკაცია და რეგულარული კონსულტაცია, სამინისტროების შიდა პოლიტიკის ანალიზი, მინისტრების მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციების შეფასება, სამთავრობო პროგრამების განვითარებაში მონაწილეობა, სამთავრობო პრიორიტეტების დასახვა, გეგმების შესრულების მონიტორინგი და სხვა. პარალელურად იყო მოწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში.
2014 წლიდან დღემდე არის აკადემიური გამოცემის – „The International Journal of Academic Development (IJAD), the journal of the International Consortium for Educational Development“ რედაქტორი და რეფერირებადი ჟურნალის – „იდენტობის კვლევები“ – თანარედაქტორი.
ნინო პატარაია 2014 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (ინოვაციური მენეჯმენტის მიმართულებით) და რექტორის მრჩეველი კვლევების განვითარების მიმართულებით.
2015 წლის სექტემბრიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის საბჭოს გადაწყვეტილებით, ასრულებს ბიზნესის სკოლის დეკანის მოვალეობას.
საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიები (ავტორი/თანაავტორი):
სხვადასხვა პერიოდში გავლილი აქვს ტრენინგები სხვადასხვა სფეროში, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ, კერძოდ:
კვლევა და პუბლიკაციები
განათლების, პერსონალური სწავლის, ინოვაციების, პროფესიული სწავლებისა და აკადემიური განვითარების მიმართულებით: