ასოცირებული პროფესორი,სპორტის კვლევების მიმართულებით
მარინე ჩხიკვიშვილმა 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 2005 წელს თბილისის სახელმეიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიტატო დისერტაცია თემაზე: ”ველომრბოლელ სპრინტერთა და სტაიერთა ფუნქციური მზაობის ფაქტორული სტრუქტურა მომზადების წლიური ციკლის სხვადასხვა პერიოდში”. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში (1975-2007) და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (2007-2011). ძირითადი კვლევითი საკითხებია: სპორტსმენთა ფუნქციური მზაობა, სპორტსმენთა ასაკობრივი თავისებურებანი, სპორტული იმუნოლოგია, სპორტული ფიზიოლოგია, სპორტული ფსიქოლოგია. გამოქვეყნებული აქვს ოცდათხუთმეტი სამეცნიერო ნაშრომი; არის ოცდაექვსი რეგიონალური თუ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2011 წლიდან.
რჩეული პუბლიკაციები
წიგნები
გ. იაშვილი,მ. ჩხიკვიშვილი,მ. ჩხარტიშვილი. “სპორტული მედიცინა”. დამხმარე სახელმძღვანელო სპორტის აკადემიის სტუდენტებისათვის, 2002 წ.