ნანა ხეცურიანი

განვითარების ეკონომიკა, ასისტენტ-პროფესორი

ნანა ხეცურიანი არის  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განთლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი განვითარების ეკონომიკის მიმართულებით. ნანა არის ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის (ერთობლივი პროგრამა გოტინგენის უნივერსიტეტსა (გერმანია) და ილიას სახელწიფო უნივერსიტეტს შორის) დოქტორანტი. იგი ფლობს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის მაგისტრის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს. 2016-2019 წლებში იყო მოწვეული მასწავლებელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, სადაც კითხულობდა სალექციო კურსებს ეკონომიკურ დისციპლინებში.

მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისო ორგანიზაციებში კვლევის, ანალიტიკისა და პროექტების მართვის მიმართულებით. თავისუფლად საუბრობს ინგლისურ და რუსულ ენებზე.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები
  • განვითარების ეკონომიკა;
  • კონფლიქტების ეკონომიკა
  • ფისკალური პოლიტიკა

მიმდინარე სალექციო კურსები

  • ეკონომიკის პრინციპები II (მაკროეკონომიკა);
  • მენეჯერული სტატისტიკა
  • ეკონომიკის პრინციპები I (მიკროეკონომიკა);
  • ეკონომიკისა და ბიზნესის სტატისტიკის საფუძვლები

სალექციო კურსების კატალოგი

  • კორპორაციათა ფინანსები, 2017 – 2018 სასწავლო წლები; ბაკალავრიატი
  • სტატისტიკა სოციალური მეცნიერებებისთვის, 2018 /2019 სასწავლო წელი; ბაკალავრიატი
  • ამერიკის ეკონომიკა, 2016/2017 სასწავლო წელი, ბაკალავრიატი