მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი ფილოსოფიის მიმართულებით





ფერწერის სპეციალობით იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 2003 წელს ელენე ლადარიამ სწავლა განაგრძო ფილოსოფიისა და სოციალური მეცნიერებების განხრით და 2007 წელს ფილოსოფიის ბაკალავრის დიპლომი მოიპოვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2009-2010 წლებში მან გერმანული იდეალიზმისა და მეოცე საუკუნის ფრანგული ფილოსოფიის სპეციალობით განაგრძო სწავლა და ბოხუმის რურის უნივერსიტეტის, პრაღის კარლის უნივერსიტეტისა და ტულუზის ჟან ჟორესის უნივერსიტეტის სამმაგი დიპლომი მოიპოვა სტრუქტურალისტური ეპისტემოლოგიის შესახებ დაწერილი სამაგისტრო ნაშრომის საფუძველზე. 2018 წელს ტულუზის ჟან ჟორესის უნივერსიტეტმა მას მიანიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი საკვალიფიკაციო ნაშრომისთვის „შრომა, ენა, აზროვნება: 30-იანი წლების საბჭოთა ეპისტემოლოგიის ასპექტები კონსტანტინე მეგრელიძის თხზულებაში“. 2015 წლიდან მოყოლებული დღემდე ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოორდინატორად და მკვლევრად და ეწევა აქტიურ სარედაქციო და მთარგმნელობით საქმიანობას.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

მეტაფიზიკა, სტრუქტურალიზმი, სისტემების თეორია, საბჭოთა ფილოსოფია, მარიზმი.

რჩეული პუბლიკაციები

« Intersubjectivité et système social » in Systèmes psychiques et systèmes sociaux, éd. par Lukas K. Sosoe, Olms, Hildesheim, 2016. pp. 183-192.

« From concept to sign, and back again. The Soviet reception of psychoanalytic unconscious » in Identity Studies, Vol. 5. Ilia State University Press, Tbilisi, 2014. pp. 17-31.

რჩეული თარგმანები:

ბრუნო ლატური, არასოდეს ვყოფილვართ მოდერნულები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2014.

ეტიენ ბალიბარი, მარქსის ფილოსოფია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2016.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ანტიკური ფილოსოფია; ახალი დროის ფილოსოფია; თანამედროვე ფილოსოფია; შესავალი თანამედროვე აზროვნებაში II; სპინოზა და თანამედროვე სპინოზიზმი

რა არის მეტაფიზიკა?; საბაკალავრო ნაშრომი (ფილოსოფია); შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I

შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I, II (2016 წლის გაზაფხულის სემესტრიდან დღემდე).

სამეცნიერო კონფერენციებზე წარმოდგენილ მოხსენებათა სია:
31.03.2017 : « Une théorie sociale d’un pays totalitaire en devenir – le cas de Konstantiné Megrelidzé ». კონფერენცია : « Le proscrit le banni, l’émigré : Les représentations littéraires et artistiques sous les régies nazi et soviétique ». Université Paris-Sorbonne, France.

24. 02.2017 : « Constitution sociétale totalitaire : réflexivité empêchée ». კონფერენცია : « Théorie des systèmes : Constitutionnalisme sociétal ». Université du Luxembourg, Luxembourg.

24.08.2016 : « Une « décolonisation » de la linguistique selon N. Ya. Marr ».
ვორკშოპი « Usages politiques coloniaux de la langue” ზაფხულის სკოლაში « Philosophies européennes et décolonisation de la pensée ». Université Toulouse – Jean Jaurès, France.

15. 05.2015 : « L’intersubjectivité et le système social ». კონფერენცია : « Luhmann : Systèmes psychiques, systèmes sociaux » Université du Luxembourg, Luxembourg.

02.10.2014 : «Каузальность и контингентность: структурный поворот Мегрелидзе». ვორკშოპი : « Konstantine Megrelidze and his times. Understanding Early Soviet Epistemology”. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი.

12.09.2012 : « Réception critique de la psychanalyse en Géorgie soviétique ». ვორკშოპი: « Psychanalyse et Daseinanalyse » dans le cadre d’école d’été franco-allemande « Interactions des philosophies allemande et française contemporaines ». Université Toulouse – Jean Jaurès, France.

03.06.2011 : « Normal et pathologique chez Lévi-Strauss : la signification dans sa précarité ». კონფერენცია: « Le pathologique ». Université Toulouse – Jean Jaurès, France.

09.03.2011 : « La vie virtuelle et le changement de la structure des réseaux sociaux ». ვორკშოპი: « Subjectivité, communication et pouvoir ». Ecole Normale Supérieure, Paris, France.