ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განვითარების ეკონომიკა, ასისტენტ-პროფესორი





ნანა ხეცურიანი არის ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის (ერთობლივი პროგრამა გოტინგენის უნივერსიტეტსა (გერმანია) და ილიას სახელწიფო უნივერსიტეტს შორის) დოქტორანტი და პროგრამის ფარგლებში მუშაობს თემაზე „რუსეთსა და საქართველოს შორის აგვისტოს ომის ეკონომიკური დანახარჯები“. იგი ფლობს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის მაგისტრის და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს. იყო მოწვეული ლექტორი შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, სადაც კითხულობდა სალექციო კურსებს ეკონომიკურ დისციპლინებში. თავისუფლად საუბრობს რუსულ და ინგლისურ ენებზე.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • განვითარების ეკონომიკა;
  • კონფლიქტების ეკონომიკა
  • ფისკალური პოლიტიკა

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • ეკონომიკის პრინციპები II (მაკროეკონომიკა);
  • მენეჯერული სტატისტიკა
  • ეკონომიკის პრინციპები I (მიკროეკონომიკა);
  • ეკონომიკისა და ბიზნესის სტატისტიკის საფუძვლები
  • კორპორაციათა ფინანსები, 2017 – 2018 სასწავლო წლები; ბაკალავრიატი
  • სტატისტიკა სოციალური მეცნიერებებისთვის, 2018 /2019 სასწავლო წელი; ბაკალავრიატი
  • ამერიკის ეკონომიკა, 2016/2017 სასწავლო წელი, ბაკალავრიატი